კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის

ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის ბრძანება №2/104

2014 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა  სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების,  ,,კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ”  საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1  ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების  დანართში მითითებულ ობიექტებს;

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში  ბრძანების დანართში  მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვ ის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება ;

3.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება  შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში  (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა №4 ).

გენერალური დირექტორი                                                            ნიკოლოზ  ანთიძე

 

დანართი

 

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

 

DSCN7098

ჰასან იმრან ოღლის მავზოლეუმი №1

ქვემო ქართლი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. სავანეთი (ძვ. იმირ-ასანი)

არქიტექტურის

XVIII საუკუნე

 

DSCN7092

სოფ. სავანეთი მავზოლეუმი №2

ქვემო ქართლი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. სავანეთი (ძვ. იმირ-ასანი)

არქიტექტურის

XIX საუკუნე

 

DSCN7108

სოფ. სავანეთი მავზოლეუმი №3

ქვემო ქართლი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. სავანეთი (ძვ. იმირ-ასანი)

არქიტექტურის

XIX საუკუნე

 

DSCN7102

სოფ. სავანეთი მავზოლეუმი №4

ქვემო ქართლი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. სავანეთი (ძვ. იმირ-ასანი)

არქიტექტურის

XIX საუკუნე

 

DSCN7070

სოფ. ჭაფალა

მავზოლეუმი №1

ქვემო ქართლი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭაფალა (კოჩულო)

არქიტექტურის

XIX საუკუნე

 

DSCN7075

სოფ. ჭაფალა

მავზოლეუმი №2

ქვემო ქართლი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭაფალა (კოჩულო)

არქიტექტურის

XIX საუკუნე

 

DSCN7076

სოფ. ჭაფალა

მავზოლეუმი №3

ქვემო ქართლი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭაფალა (კოჩულო)

არქიტექტურის

XIX საუკუნე