დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2005 ბოლო ცვლილება 16.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№238
სარეგისტრაციო კოდი
300.380.010.10.003.000.372
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 153, 30/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №238
2005 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. უხარისხო დიზელის საწვავის შემადგენლობა განაპირობებს სახიფათო აეროზოლების წარმოქმნას, რამაც სავარაუდოა გამოიწვიოს რესპირატორული, სიმსივნური და სხვა დაავადებათა სტიმულირება.
დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების ევროპაში დადგენილ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:
„ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე:
შეტანის რიცხვი, არანაკლებ – 51
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 350
სიმკვრივე 150C, კგ/მ3, არა უმეტეს – 845
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – 11;
ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან:
შეტანის რიცხვი, არანაკლებ – 51
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 50
სიმკვრივე 150C, კგ/მ3, არა უმეტეს – 845
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – 11.
2. 2007 წლის 1 იანვრამდე დიზელის ხარისხის ანალიზის მეთოდები გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით. 2007 წლის 1 იანვრიდან – საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი