,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№278
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.10.003.000.919
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 180, 20/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №278

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის       28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე:

ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 45;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;

სიმკვრივე 150 C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი;

ბ) 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:

ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;

სიმკვრივე 150 C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი;

გ) 2010 წლის 1 იანვრიდან:

ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 51;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 50 მგ/კგ;

სიმკვრივე 150 C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი;“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2009 წლის 1 იანვრამდე დიზელის ხარისხის ანალიზის მეთოდები გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით. 2009 წლის 1 იანვრიდან – საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2007.
როდის იქნა მიღებული „,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 17.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №278. სარეგისტრაციო კოდი — 310.150.000.10.003.000.919.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №278, 17.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.10.003.000.919 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6940/