„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№455
სარეგისტრაციო კოდი
120260000.10.003.018075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №455

2014 წლის 17 ივლისი

   ქ.თბილისი

 

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტისა  და 22-ე  მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,   „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 მარტის  №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  II თავის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 

2. IX თავის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამხედრო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) შედგება ფულადი სარგოსა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატებისაგან.“.

3. XIII თავის:

ა) პირველი პუნქტის   „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) მობილიზაციის გამოცხადებისთანავე,  რეზერვში მყოფი მოქალაქენი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გამოცხადნენ სამობილიზაციო მიწერილობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შვებულებიდან ან მივლინებიდან არასაპატიო მიზეზით დროულად არ დაბრუნდებიან სამსახურში, რეზერვისტები, რომლებიც თავს აარიდებენ მობილიზაციის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის სამსახურებში გამოცხადებას, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

4. XVI თავს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს:

ა) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე სამსახურის ვადა, რომლის ამოწურვის შემდეგ იგი დაექვემდებარება სხვა თანამდებობაზე გადაადგილებას;

ბ)სამხედრო მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე გადაადგილების წესი და პირობები.“.

5. XVII თავის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამხედრო მოსამსახურეს, თუ იგი დანიშნულია/მივლინებულია დროებით შტატზე, აგრეთვე, თუ მას დაკისრებული აქვს შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის თანამდებობისათვის, ან ვაკანტური სამხედრო თანამდებობისათვის დადგენილი მოვალეობანი, ანაზღაურება მიეცემა თავისი სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიხედვით.“.

6. XVII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 და მე-17 პუნქტები:

„16. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) შედგება ფულადი სარგოსა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატებისაგან.

17. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო შედგება წოდებრივი სარგოსაგან.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-2,  მე-5  და  მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.07.2014.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 17.07.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №455. სარეგისტრაციო კოდი — 120260000.10.003.018075.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №455, 17.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 120260000.10.003.018075 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2406659/