„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№277
სარეგისტრაციო კოდი
120260000.10.003.019342
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №277

2016 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1🔗

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  XVI თავის მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სამხედრო მოსამსახურეების იარაღიდან სროლის და ფიზიკური ნორმატივები, მათი  ჩაბარების წესი.“.

2. XVI თავს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-16-მე-18 პუნქტები:

„16. ამ თავის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატივების ჩაუბარებლობა წარმოადგენს სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის სამხედრო მოსამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.

17. იმ შემთხვევაში, თუ:

ა)  იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი, სამინისტრო შეწყვეტს მასთან გაფორმებულ კონტრაქტს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) იუნკერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გაირიცხება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“   მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამინისტრო,   სამხედრო სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია,  მიიღოს გადაწყვეტილება საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

18. სამინისტროს მიერ ამ თავის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  გადაწყვეტილების მიღების დღიდან,  სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14  პუნქტით განსაზღვრული  იმ კონტრაქტის პირობები, რომელიც უფორმდება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო მოსამსახურეებს სამინისტროს მიერ ამ თავის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  გადაწყვეტილების მიღების დღეს.“.

3.  XVII1  თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII2 თავი:

„XVII2 თავი

სამხედრო მოსამსახურისთვის სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში

სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება

1. სამხედრო მოსამსახურეს (გარდა რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობისა), „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებით, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდება, განსაკუთრებული დამსახურებისათვის, შეიძლება ვადამდე მიენიჭოს, თუ სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი სამხედრო წოდებისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და უკავია ისეთი სამხედრო თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება.

2. სამხედრო მოსამსახურისთვის სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება დაუშვებელია, თუ მის მიმართ მოქმედებს ამ წესის  XVII1 თავის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა.

3. ამ თავის მიზნებისათვის განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება:

ა) სამხედრო მოსამსახურის  საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოება;

ბ) სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა.“.

4. XVIII თავის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს სადისციპლინო წესდების საფუძველზე;“.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი