ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2014 წლის 4 აგვისტო ქ. ტყიბული
|
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა
და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
2. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სახანძროტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება, კანონით დადგენილი წესით.
3. სავალდებულო მიწერილობების გაცემა ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად.
4. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი იმ ორგანიზაციადაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს.
5. სახანძრო სიტუაციებში მოსალოდნელი ზარალის შემცირების, ხანძრების პრევენციისა და მათი ლიკვიდაციის მიზნით წინადადებების მომზადება, ღონისძიებათა კომპლექსური გეგმის შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში.
6. დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიოსამაშველო
სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის დაცვის უზრუნველყოფა, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების დონის ამაღლება და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში.
7. ხანძრის თავიდან აცილების მიზნით საწარმოებისა და ორგანიზაციადაწესებულებებისათვის
რეკომენდაციებისა და მითითებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.
8. უწყებების, წარმოება–დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებისა და მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციებში მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე.
9. სახანძრო უსაფრთხოების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირება, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა და ამ მიზნით აუცილებელი მატერიალურტექნიკური ბაზის შესაქმნელად წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში.
10. სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება და გამგებლისათვის წარდგენა.
11. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების ან მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაციის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება, კანონით დადგენილი წესით.
12. ხანძრის ან საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი მატერიალური ზარალის განსაზღვრაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში.
13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში
14. ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მიწოდება სახანძრო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის, მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში.
15. აუცილებლობიდან გამომდინარე, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება მოსახლეობის ევაკუაციისა და საევაკუაციო ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ.
16. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოვალეობების შესრულება.
ა) არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება.
2. სამსახურის უფროსი:
ა) სამსახური წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის
ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.10.2014.
- როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.08.2014. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.125.016110.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.10.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №21, 04.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016110 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2437128/