„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ.ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1315
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017435
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1315

2014 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ.ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 და მე-2 პუნქტების და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2014 წლის 9 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი)“.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი.

 

პრემიერ-მინისტრი                                            ირაკლი ღარიბაშვილი