„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბრის სასესხო ხელშეკრულებაში (კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტი) ცვლილებების შეტანის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ.ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№87
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016516
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №87

 2014 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების  საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბრის სასესხო ხელშეკრულებაში (კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტი) ცვლილებების შეტანის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ. ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 და მე-2 პუნქტებისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2013 წლის 13 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2009 წლის 12 ნოემბრის სასესხო ხელშეკრულებაში (კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტი) ცვლილებების შეტანის შესახებ“ შეთანხმება.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი