„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულების (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ.ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1509
2014 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულების (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი)“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად გ.ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 და მე-2 პუნქტების და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2014 წლის 18 აგვისტოს ხელმოწერილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულება (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი)“.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი