საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №611 |
|
2014 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს თანდართული ნიმუში. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგო
სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგო წარმოადგენს ჰერალდიკურ, მრგვალ ფარს, რომლის ლაჟვარდის (ლურჯი ფერი) ველზე ცენტრში გამოსახულია სხივიანი ვერცხლის ჯვარი თორმეტი დაბოლოებით (წვერით), რომლის მედალიონზე, სევადის (შავი ფერი) ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი - ვერცხლის ველზე მეწამული (წითელი ფერი) ჰერალდიკური ჯვრით და ვერცხლის ლომის თავით. მთავარი ფარის გარშემო გაკეთებულია ვერცხლის წარწერა: ,,ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი“, ,,შსს“. წარწერები ერთმანეთისგან გამოყოფილია ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავებით. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.08.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 12.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №611. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.22.034.016345.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.08.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ“, №611, 12.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.034.016345 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2449401/
