პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2013 ბოლო ცვლილება 27.12.2024
ნომერი
№1010
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.016260
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1010

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის  №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს პოლიციელის ფიცი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე



დანართი
პოლიციელის ფიცი

მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურში, ვფიცავ:

-     ვიყო ერთგული და ღირსეული,  დავიცვა ჩემი სამშობლო საქართველო და ვემსახურო საზოგადოებას;

-    დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, სამსახურებრივი და სამხედრო წესდებები, ბრძანებები;

-    მტკიცედ დავიცვა სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოება;

-    დავიცვა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კანონიერების პრინციპები და თანაზომიერება, არ დავუშვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია;

-    ვიყო გამბედავი, დამნაშავეობასთან შეურიგებელი და დისციპლინებული თანამშრომელი;

-   კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი;

- არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლეც კი, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, საკუთრებისა და მართლწესრიგის დაცვისათვის.

 

ხელმოწერა

___________________                                                                          ___________________

 

 

 

 

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2024.
როდის იქნა მიღებული „პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“?
„პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 31.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1010. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.22.034.016260.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.12.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე“, №1010, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016260 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2146498/