„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.“.
2. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. დაუშვებელია სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის სხვა პირისათვის გადაცემა, როდესაც ლიცენზიის მფლობელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.“.
3. 22-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.“;
გ) 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე პუნქტი:
„26. ამ მუხლის მე-11–21-ე პუნქტები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.
4. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.“.
5. 34-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ და ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე.“;
გ) 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი:
„22. ამ მუხლის მე-11–21-ე პუნქტები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 ივლისი.
№3533–რს