„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტი |
„1. 56-ე მუხლის:
ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ აქტებს.“.
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) „შ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 66-ე მუხლის მე-9 პუნქტში სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარეს“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსს“.
3. 68-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. კანონით გათვალისწინებული დასვენების (უქმე) დღეები არ იანგარიშება ამ რეგლამენტით დადგენილი ვადების ათვლის დროსაც, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა. თუ ამ რეგლამენტით დადგენილი ვადის ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, ვადის გასვლის დღედ ითვლება შემდეგი სამუშაო დღე.“.
4. 77-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარე“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსი“.
5. 89-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის:
ა.ა) „გ.გ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ა. ბ) „გ.დ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ა.გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„დ) კანონპროექტის ავტორი;
ე) კანონპროექტის ინიციატორი.“.
ბ) მე-4 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება.“
ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ და ისინი წარდგენილ უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.“.
6. 105-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 105
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი მიიღება და ქვეყნდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი და არც უმაღლეს საბჭოს არ დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
3. თუ მთავრობის თავმჯდომარე დააბრუნებს კანონპროექტს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.
4. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.
5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეუძლებელია კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის განკარგულებით ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.“.
7. 106-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. 107-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. XX თავი ამოღებულ იქნეს.
10. 120-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატას“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტს“.
11. 121-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის“.
ბ) მე-3 პუნქტში:
ბ.ა) სიტყვები „ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატა“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტი“.
ბ.ბ) სიტყვები „ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის“.
12. 126-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში:
ა.ა) სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატას“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტს“.
ა.ბ) სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატა“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტი“.
ბ) მე-5 პუნქტში სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარე“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსი“.
გ) მე-6 პუნქტში სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის“.
დ) მე-10 პუნქტში სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატას“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტს“.
13. 127-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის“.
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარე“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსი“.
14. XXVIII თავის სათაურში სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის“.
15. 137-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში:
ა.ა) სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის“.
ა.ბ) სიტყვები „საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის“ შეიცვალოს სიტყვებით „გენერალური აუდიტორის“.
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის“.
გ) მე-3 პუნქტში:
გ.ა) სიტყვები „საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს“ შეიცვალოს სიტყვებით „გენერალურ აუდიტორს“.
გ.ბ) სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის“.
დ) მე-4 პუნქტში:
დ.ა) სიტყვები „საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე“ შეიცვალოს სიტყვებით „გენერალური აუდიტორი“.
დ.ბ) სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის“.
ე) მე-5 პუნქტის:
ე.ა) პირველ წინადადებაში:
ე.ა.ა) სიტყვები „საქართველოს კანონის „კონტროლის პალატის შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“.
ე.ა.ბ) სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის“.
ე.ა.გ) სიტყვები „საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის“ შეიცვალოს სიტყვებით „გენერალური აუდიტორის“.
ე.ბ) მეორე წინადადებაში სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის“.
ვ) მე-6 პუნქტში:
ვ.ა) სიტყვები „საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს“ შეიცვალოს სიტყვებით „გენერალურ აუდიტორს“.
ვ.ბ) სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის“.
16. 148-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტში სიტყვები „ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატას“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტს“.
ბ) მე-7 პუნქტში სიტყვები „ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატა“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტი“.
გ) მე-8 პუნქტში სიტყვები „ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატა“ შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტი.“.
8 აგვისტო 2014 წ. ქ. თბილისი N212-ს
|