შპს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა – KAMARA“-ში იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01/45-ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული  პირის –

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №01/45-ო

2014 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა – KAMARA“-ში იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე

 

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 331 მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანების „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საფუძველზე:

ვბრძანებ:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №125/01 ბრძანების „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №04 ბრძანების „სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის ბრძანების №05 ,,მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის შემოღების თაობაზე'' დარღვევის გამო, შპს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა – KAMARA“-ში დაინიშნოს იძულებითი ადმინისტრაცია.

2. შპს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა – KAMARA“-ს დროებით ადმინისტრატორად დაინიშნოს ზვიად გაბისონია (პირადი ნომერი: 01026008225), რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანების „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად.

3. დროებითმა ადმინისტრატორმა უზრუნველყოს შესაბამისი ზომების მიღება შპს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა – KAMARA“–ს ფინანსური მდგომარეობის შესაძლო გაჯანსაღების მიზნით.

4. იძულებითი ადმინისტრაციის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 11 აგვისტოდან 2014 წლის 11 ოქტომბრამდე.

5. იძულებითი ადმინისტრაციის დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს შპს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა – KAMARA“-ს მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე.

6. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6).

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ლაშა ნიკოლაძე

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი