“ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №6 |
|
2014 წლის 2 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 21. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება WACC და დატვირთული კაპიტალის ღირებულება
1. მომსახურების ტარიფების გასაანგარიშებლად და კომისიის მიერ ზღვრული ტარიფების დადგენისას გამოყენებული დატვირთული კაპიტალის ღირებულება იანგარიშება შემდეგი ფორმულით: დატვირთული კაპიტალის ღირებულება = (მომსახურების მისაწოდებლად აუცილებელი ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების: ღირებულებას - აკუმულირებული ცვეთა) x WACC;
2. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) - არის ავტორიზებული პირის მიერ განხორცილებული ინვსეტიციების ალტერნატიული ღირებულების შეფასების მეთოდი. WACC წარმოადგენს საკუთარი კაპიტალის და ნასესხები კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებას;
3. WACC რეგულირებადი საქმიანობისთვის დგინდება კომისიის გადაწყვეტილებით;
4. WACC-ის გაანგარიშების მიზნებისთვის, კომისიას შეუძლია ისარგებლოს საკონსულტაციო ან აუდიტორულ კომპანიის მომსახურებით.“
„მუხლი 211. ძირითადი დატვირთული კაპიტალის განაწილება
1. შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების მიზნებისთვის ძირითადი დატვირთული კაპიტალი განისაზღვრება, როგორც მთლიან აქტივებს (გუდვილის, შეძენის დროს წარმოშობილი არამატერიალური აქტივების და დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრების გარდა) გამოკლებული მთლიანი ვალდებულებები (მიმდინარე და გადავადებული მოგების გადასახადების, გადასახდელი დივიდენდის და გრძელვადინი სესხის გარეშე). დატვირთული ძირითადი კაპიტალის გაანგარიშებაში მონაწილე ფულადი სახსრები არ უნდა აღემატებოდეს მიმდინარე ვალდებულებებს.
2. ძირითადი დატვირთული კაპიტალი მომსახურების სახეებზე უნდა გადანაწილდეს ქვემოთ მოცემული პრინციპების მიხედვით:
ა) ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ საქმიანობას, მომსახურების სახეს ან ქსელის ელემენტებს, პირდაპირ უნდა მიეკუთვნოს კონკრეტულ საქმიანობას, მომსახურების სახეს ან ქსელის ელემენტებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები პირდაპირ არ უკავშირდება კონკრეტულ საქმიანობას, მომსახურების სახეს ან ქსელის ელემენტებს, მაშინ ასეთი ძირითადი საშულებების მიკუთვნება უნდა მოხდეს შესაბამისი დანახარჯების მატარებლების ან საქმიანობების მოცულობების მიხედვით;
ბ) სასაქონლო მარაგები უნდა მიეკუთვნოს იმ მომსახურების სახეს, რომლისათვისაც ის არის განკუთვნილი;
გ) სავაჭრო და სხვა მოთხოვნები უნდა მიეკუთვნოს მომსახურების იმ სახეს, რომლის მიწოდების შედეგადაც წარმოიშვა ეს მოთხოვნა;
დ) ფული და ფულადი ეკვივალენტები უნდა მიეკუთვნოს მომსახურების სახეებს საოპერაციო, კაპიტალური დანახარჯების მოცულობების ან შემოსავლების მიხედვით;
ე) სავაჭრო ვალებულებები უნდა გადანაწილდეს მომსახურების სახეებზე ვალდებულების წარმოშობის მიზეზების შესაბამისად;
ვ) მოკლე და გრძელვადიანი სესხები უნდა გადანაწილდეს მომსახურების სახეებზე სესხის წარმოშობის მიზეზების მიხედვით.
3. გადანაწილების შედეგად მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების ჯამი (აქტივები აიღება პლუს ნიშნით, ხოლო ვალდებულებები მინუს ნიშნით) ძირითადი დატვირთული კაპიტალის ღირებულების ტოლი უნდა იყოს.“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.10.2014.
- როდის იქნა მიღებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 02.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 320030010.17.010.016036.
- რამდენი მუხლისგან შედგება “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.10.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №6, 02.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 320030010.17.010.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2465919/