ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2014 წლის 21 აგვისტო ქ. ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ტარიფები
|
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაიცული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
მოსაკრებლის გადამხდელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.
2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებებისათვის და იურიდიული პირებისათის დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის(მომსახურების), მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სიდიდეების კომბინაციებიც.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების დამადასტურებელი საბანკო ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ერთიანად ამხანაგობის სახელზე, ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება ამ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ.
8. მოსაკრებლის გადახდის საბანკო დოკუმენტი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. მისი დაკრგვისას აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური სახაზინო მონაცემებზე დაყრდნობით.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციებისა და შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე, მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან განაკვეთის შემცირება.
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე საბანკო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მოსაკრებლის დროულად გადაუხდელობა გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ინდ. მეწარმე და ფიზიკური პირისათვის გადასახდელი თანხის 0.5 პროცენტის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის 5 პროცენტს.
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის ადმინისტრირება ეკისრება უფლებამოსილ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს (პირთა ჯგუფს).
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
№19
2014 წლის 21 აგვისტო ქ. ზუგდიდისაქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 121 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დანართი №1-ის შესაბამისად, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
მუხლი 2🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად კი სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია კანონით მიღებულზე (დადგენილზე).
მუხლი 3🔗
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის და სხვა იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვროს 25 ლარით თვეში ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე (დანართი №2) .
მუხლი 4🔗
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენის გაუვნებლობის და განთავსების, ასევე დაგვა-დასუფთავებისათვის ხარჯები დაიფაროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის მობილიზება დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 6🔗
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 7🔗
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი №1№№
სამეწარმეო საქმიანობა ზომის ერთეული მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარებში) შენიშვნა1
2
3
4
1
მუზეუმი, ბიბლიოთეკებისაერთო ფართობი მ2
0.032
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცველელი პუნქტებისაერთო ფართობი 1 მ2
0.503
კინოთეატრები და თეატრები მაყურებლის ერთი სავარძელი 0.154
სკოლები, ინტერნატები, კოლეჯები, ბაგა-ბაღები(საგანმანათლებლო დაწესებულებები) ერთ მოსწავლეზე 0.055
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: უნივერსიტეტები, ინსტიტუტები ერთ სტუდენტზე0.10 ან ნარჩენის 1მ3-ზე 25 ლარი
6
სასტუმროები(რესტორნის გარეშე) მომსახურების ერთეული(ერთი საწოლი)3.0
7
საავადმყოფოები საწოლი1
8
პოლიკნინიკები, სტპომატოლოგიური და სხვა სამედიცინო კაბინეტები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი სამუშაო ფართობის 1 კვ1.0
9
აფთიაქებისამუშაო ფართის 1 მ2
1.0
10
სტადიონები, ღია ტიპის სპორტული მოედნებისაერთო ფართობის 1 მ2
0.1011
დახურული ტიპის სპორტული დარბაზები1 მ3
25 ლარი12
სასურსათო და სხვა დასახელების მარკეტებისამუშაო ფართის 1 მ2
1.0
13
ოქროს სავაჭრო ბირჟები, ლომბარდისამუშაო ფართის 1 მ2
1.0
14
აგრარული ბაზრებისაერთო ფართობის 1 მ2
1.0
15
შერეული საქონლის ბაზრობებისაერთო ფართობის 1 მ2
1.0
16
ავტოსადგომები1 მ2
0.4
17
ბენზინგასამართი სადგურები1 მ2
0.8
18
აბანოების, საუნები1 მ2
0.5
19
სადალაქოები, სილამაზის სალონები1 მ2
1.0
20
რესტორნები,,კაფე–ბარები, სასადილოები და სწრაფი კვების ობიექტები(საშაურმე)ერთი დასაჯდომი ადგილი 1 მ3
2,0
25 ლარი21
საცხობი და საკონდიტროები1 მ2
1.0
22
ტოტალიზატორები, სისტემური ელექტრონული აპარატები და სხვა სათამაშო კლუბები1 მ2
1.0
23
რკინიგზის და საავტომობილო სადგურები1 მ3
25
24
ღია ტიპის დასვენების და გასართობი ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები1 მ2
0.1
25
სამხედრო ნაწილები, პენიტენციური სისტემა1 მ2
25
26
ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო1 მ2
1.0
27
მშენებარე ობიექტებიფართის 1მ2-ზე
1.0
28
საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვისფართის 1მ2-ზე
3.0
29
საბითუმო საწყობი, მაცივარი, ბაზა1 მ2
1.0
30
საბანკეტო დარბაზები1 მ3
25
31
სადურგლო, მეტალოპლასტმასის, მინის დაჭრის და სხვა სახელოსნოსამუშაო ფართის 1 მ2-ზე
1.0
32
სხვადასხვა დაწესებულებები1 მ3
25
დანართი N2