ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2017 წლის 21 აპრილი ქ.ზუგდიდი |
|
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - ,,მოსაკრებელი“) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
3. ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების მოსაკრებლის გადასახდელი თანხა განისაზღვრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ერთიანად ამხანაგობის სახელზე, ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შენახულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე, მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან განაკვეთის შემცირება.
ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს წყვეტს სასამართლო, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.
დასუფთავებისათვის მოსაკრებლი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 121 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდეს მისი გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 (ოთხი) სულით. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია კანონით მიღებულზე (დადგენილზე).
მუხლი 4🔗
წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ უფლება დასუფთავების მოსაკრებლის წინა წლის დავალიანება დაფარონ ეტაპობრივად.
მუხლი 5🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის მობილიზება დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურს.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №19 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა
დანართი №1