„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №4 |
|
2014 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 08.04.2011, 010240060.21.014.016016) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) არსებობს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით და 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობა. თუ გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით. გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებელთან ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წერილობით უთანხმებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და წარმოადგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი. სახელმწიფო შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებისა და შემსყიდველი ორგანიზაციის ზემდგომი ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან შემსყიდველი ორგანიზაციის დამფუძნებლის ანდა მნიშვნელოვანი წილის მფლობელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში;“;
2. მე-5 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი წერილობით წარუდგენს სააგენტოს შევსებულ განაცხადს, რომელიც დაგენერირებულია სისტემის მეშვეობით. შევსებული განაცხადი შესაძლებელია სააგენტოში წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@procurement.gov.ge. აღნიშნული განაცხადის მიღებისა და მისი სისტემაში არსებულ მონაცემებთან შედარების შემდეგ, სააგენტო განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში „შემსყიდველად“ დარეგისტრირებას ან აცნობებს შემსყიდველ ორგანიზაციას განაცხადში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ და განუსაზღვრავს მას არაუმეტეს ერთი თვის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.“;
ბ) 41, 42 და 43 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია წერილობით არ წარადგენს განაცხადს სააგენტოში, სააგენტო მიმართავს მას წერილობითი განაცხადის წარმოდგენის მოთხოვნით და განუსაზღვრავს არაუმეტეს ერთი თვის ვადას. შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში „შემსყიდველად“ დარეგისტრირების ვადა აითვლება სააგენტოში წერილობითი განაცხადის წარმოდგენიდან. 42. არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი სისტემაში რეგისტრაციისთვის ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შევსებულ განაცხადთან ერთად სააგენტოში დამატებით წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა სახელმწიფო ხაზინიდან ან სხვა შესაბამისი საფინანსო ორგანოდან (ბლანკზე და ბეჭდით დამოწმებული), რომელიც ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაცია ფინანსდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციას სისტემაში „შემსყიდველად“ არეგისტრირებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 43. საწარმო, რომლის, აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, სისტემაში რეგისტრაციისთვის ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შევსებულ განაცხადთან ერთად სააგენტოში დამატებით წარმოადგინოს ინფორმაცია სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ 50%-ზე მეტი აქციათა ან წილის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოდან. სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციას სისტემაში „შემსყიდველად“ არეგისტრირებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.“;
გ) 43 პუნქტის შემდეგ დაემატოს 44 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „44. საჯარო სამართლის იურიდიული პირი სისტემაში რეგისტრაციისთვის ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შევსებულ განაცხადთან ერთად სააგენტოში დამატებით წარმოადგინოს მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციას სისტემაში „შემსყიდველად“ არეგისტრირებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოს მიერ სისტემაში „შემსყიდველად“ რეგისტრაციამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას სისტემა განუსაზღვრავს სტატუსს „პრეტენდენტი შემსყიდველობაზე“. აღნიშნული სტატუსის მქონე შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, გამოაცხადოს ტენდერი, სისტემის ePLAN მოდულში დაარეგისტრიროს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა და სისტემის CMR მოდულში დაარეგისტრიროს შესაბამისი ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს ან ამ მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად არ წამოადგენს სააგენტოში წერილობით განაცხადს, ასეთი ორგანიზაცია სისტემაში „შემსყიდველად“ არ დარეგისტრირდება, გაუუქმდება სტატუსი „პრეტენდენტი შემსყიდველობაზე“ და მასვე დაეკისრება პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე.“;
ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „8. სააგენტო უფლებამოსილია, სისტემის რეგისტრირებულ მომხმარებლებს ოფიციალური კორესპონდენცია გაუგზავნოს სისტემაში მათ პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კორესპონდენციის ჩაბარება დასტურდება კორესპონდენციის ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნის შესახებ შედგენილი აქტით.“.
3. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. შავი სიის წარმოების წესი და პირობები 1. შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პირს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული მიზეზების გამო; ბ) პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული მიზეზის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ; გ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება; ბ) ტენდერის განხორციელების შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერი, გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები; ე) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ატვირთულია შესაბამის სისტემაში, წერილობით შეტყობინებას აღნიშნული დოკუმენტების ასლები აღარ დაერთვის. 5. სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. 6. იმ შემთხვევაში, თუ წერილობით შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტი/მიმწოდებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ორგანოში გაასაჩივრებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელითაც წარმოიშვა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებები და რასაც უშუალოდ უნდა დაეყრდნოს სააგენტო წერილობითი შეტყობინების განხილვის შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული მხარის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი დავის საბოლოო გადაწყვეტის ვადით. ამასთან, შემსყიდველმა ორგანიზაციამ და წერილობით შეტყობინებაში მითითებულმა პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ სააგენტოს დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია სააგენტოში. ადმინისტრაციული წარმოების გასაგრძელებლად საკმარისია ერთ-ერთი მხარის მიერ სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 7. სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. 8. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. 9. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში. 10. სააგენტო შავ სიას ელექტრონულად აწარმოებს თავის ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.“.
4. 261 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 261. სისტემის გაუმართაობის ან სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების განსაკუთრებული შემთხვევა“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „5. ტენდერისთვის ან/და ხელშეკრულებისთვის არასწორად მინიჭებულ სტატუსს ცვლის სააგენტო შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერს ან ხელშეკრულებას არასწორად მიანიჭებს სტატუსს ანდა ტენდერისთვის მინიჭებული სტატუსის შეცვლა გამოწვეულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) გადაწყვეტილების აღსრულებით. 6. ტენდერისთვის საბოლოო სტატუსის მინიჭების შემდეგ სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს ცვლის ან/და მიუთითებს სააგენტო შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, თუ სისტემაში მითითებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლის შეცვლა ან/და მითითება გამოწვეულია ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძვლით: ა) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შერჩევა-შეფასებისთვის დადგენილი წესების არასათანადო გამოყენებით დამდგარი შედეგების გამოსწორების აუცილებლობით; ბ) საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებით. 7. ტენდერისთვის საბოლოო სტატუსის მინიჭებამდე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს სააგენტო შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, თუ სისტემაში მითითებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლის გაუქმება გამოწვეულია ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძვლით: ა) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შერჩევა-შეფასებისთვის დადგენილი წესების არასათანადო გამოყენებით დამდგარი შედეგების გამოსწორების აუცილებლობით; ბ) საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებით.“.
5. 27-ე მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატის მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „5. იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებიც სისტემაში დარეგისტრირდნენ 2014 წლის 1 იანვრამდე, მინიჭებული აქვთ სტატუსი „პრეტენდენტი შემსყიდველობაზე“, დაუდგინდათ ხარვეზი სარეგისტრაციო განაცხადზე და ეს ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, გაუუქმდეთ სისტემაში რეგისტრაცია. იმ შემსყიდველი ორგანიზაციების სისტემაში „შემსყიდველად“ დარეგისტრირების საკითხი, რომელთაც სტატუსის „პრეტენდენტი შემსყიდველობაზე“ მინიჭების შემდეგ სააგენტოს მიერ არ განესაზღვრათ ხარვეზი განცხადებაზე, სააგენტომ განიხილოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
| მუხლი 2 |
1. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტები, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბერს. 3. ბრძანების მე-3 პუნქტი გავრცელდეს სააგენტოში მისი ამოქმედების შემდეგ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ წარმოდგენილ წერილობით შეტყობინებებზე. |
|