ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2014 წლის 25 აგვისტო ქ. ნინოწმინდა |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
4. სამსახურის მისამართია: ქ .ნინოწმინდა, პუშკინის ქ. №43
2. მიზანი _ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა პერსპექტიული განაშენიანების განვითარების თვალსაზრისით.
3. ამოცანები:
ა) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საერთო სივრცით-ტერიტორიული სურათის ასახვა, ანალიზი და შემდგომი განახლება;
ბ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვითარების გეგმაზომიერი და მეთოდური მოწესრიგება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის თვალსაზრისით;
გ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონით დადგენილი წესით;
დ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პერსპექტიული განაშენიანების ხედვის ჩამოყალიბება და ასახვა.
2. საერთო სურათის ყოველდღიური ანალიზი, კრიტიკული წერტილების დადგენა და ინფორმაციის მომზადება.
3. მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მომზადება.
4. დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული „განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად განახორციელოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების საკითხების რეგულირება.
5. კანონმდებლობის შესაბამისად ზედამხედველობის განხორციელება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე.
6. დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმება.
7. განახორციელოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა.
8. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების საჯარო განხილვისათვის მომზადება.
9. მოამზადოს და ინვესტორებზე (დამკვეთებზე) გასცეს შენობა-ნაგებობის დაპროექტებაზე, ასევე სივრცითი მოწყობის დაგეგმვის დოკუმენტაციის დამუშავებაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
10. გაცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად განიხილოს და შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტები და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციები.
11. კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით გასცეს მშენებლობის ნებართვები მისი კომპეტენციის ფარგლებში.
12. განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი, მის კონტროლს დაქვემდებარებული, სამშენებლო ობიექტების სისტემატური შემოწმება.
13. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და გამგებლის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
3. სამსახურის განყოფილებებია:
ა) ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება;
ბ) არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება;
4. სამსახურის განყოფილებები შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმებს;
დ) ამტკიცებს სამსახურის განყოფილებების სამუშაო გეგმებს;
ე) ანაწილებს დავალებებს სამსახურის განყოფილებებსა და მოხელეებს შორის;
ვ) უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) იბარებს და აფასებს განყოფილების უფროსების და/ან მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციათა დამუშავებაში;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ფუნქციებს და უფლებამოსილებებს;
კ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტეციის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს იდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს-ბრძანებას;
ლ) ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, ახორციელებს სამსახურის მენეჯმენტს, უწევს მართვას და კონტროლს მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში.
3. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება.
2. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება.
3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
4. მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებების პროექტების შემუშავება.
5. მშენებლობის ნებართვაგაცემული, ლეგალიზებული, შეთანხმებული და ა.შ. დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება.
6. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება
2. მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშაება.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა.
4. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა.
5. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მომზადების ორგანიზება.
6. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება.
7. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.