„2013-2014 წლებში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N1946 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1454
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„2013-2014 წლებში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1946 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2013-2014 წლებში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1946 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, მიუსაფარი პირების დახმარებისა და მათთვის რამდენიმე დროებითი თავშესაფრის უმოკლეს ვადაში მოწყობის მიზნით, შეიქმნას 2013-2014 წლებში მიუსაფართა პრობლემებზე მომუშავე უწყებათაშორისი დროებითი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
დავით შავლიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
გიორგი ამაშუკელი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;
მირიან ჩაჩავა – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
გიორგი კაკაჩია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ზურაბ უტიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ალექსი ბატიაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
გიორგი კერესელიძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი, კომისიის წევრი;
ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
ალუდა გოგლიჩიძე – ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, კომისიის წევრი;
თორნიკე თორაძე – სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;
ბექა ნაცვლიშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის მრჩეველი, კომისიის წევრი;
ირინა ჭეიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი