„2013 -2014 წლების ზამთრის პერიოდში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N1946 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№416
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016766
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №416

2014 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 „2013 -2014 წლების ზამთრის პერიოდში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1946 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2013-2014 წლების ზამთრის პერიოდში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1946 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2013-2014 წლებში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, მიუსაფარი პირების დახმარებისა და მათთვის რამდენიმე დროებითი თავშესაფრის უმოკლეს ვადაში მოწყობის მიზნით, შეიქმნას 2013-2014 წლებ ში მიუსაფართა პრობლემებზე მომუშავე უწყებათაშორისი დროებითი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 დავით ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

 გიორგი სოლომონია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

 დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

 მირიან ჩაჩავა – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

 გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

 გიორგი კაკაჩია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

 ზურაბ უტიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

 ალექსი ბატიაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

 გიორგი კერესელიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი, კომისიის წევრი;

 ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

 პაპუნა პეტრიაშვილი – ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, კომისიის წევრი;

 თემურ მურღულია – სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;

 ბექა ნაცვლიშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის მრჩეველი , კომისიის წევრი;

 ავთანდილ სუდაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი.“.

3. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2013-2014 წლებ ში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით უზრუნველყოს საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

პრემიერ-მინისტრი                                                           ი . ღარიბაშვილი