1.
საქმეთა გაფორმება ხორციელდება საკრებულოს აპარატის მიერ მიერ, ადგილობრივი არქივის მეთოდიკური დახმარებითა და კონტროლით.
2.
შენახვის ვადების მიხედვით ტარდება საქმეთა სრული ან ნაწილობრივი გაფორმება.
3.
სრულ გაფორმებას ექვემდებარება მუდმივად, ხანგრძლივად შესანახი და პირადი შემადგენლობის საქმეები.
4.
საქმეთა სრული გაფორმება ითვალისწინებს:
ა)
საქმეთა ჩაკერებას ან აკინძვას;
ბ)
საქმის ფურცლების ნუმერაციას;
გ)
დამადასტურებელი ფურცლის შედგენას;
დ)
საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების შიგა ანაწერის შედგენას;
ე)
საქმის გარეკანის რეკვიზიტებში საჭირო დაზუსტებების შეტანას (დაწესებულების სახელწოდების, საქმის სარეგისტრაციო ინდექსის, კიდური თარიღების, სათაურის დაზუსტება).
5.
დროებით (10 წლის ჩათვლით) შესანახი საქმეები ექვემდებარება ნაწილობრივ გაფორმებას: დასაშვებია საქმეში არ ჩატარდეს დოკუმენტების სისტემატიზაცია, არ დაინომროს საქმის ფურცლები, არ შედგეს დამადასტურებელი წარწერები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 16.09.2014
მუხლი 21. საქმეთა გაფორმება
თავი VII — დოკუმენტების მომზადება არქივში გადასაცემად
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. საქმეთა ნომენკლატურა
- მუხლი 16. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 17. საკრებულოში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 18. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად
- მუხლი 19. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
- მუხლი 20. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
- მუხლი 22. საქმეთა ანაწერების შედგენა და გაფორმება საკრებულოს საქმისწარმოებაში
- მუხლი 23. საქმეთა გასანადგურებლად გამოყოფის აქტის შედგენის წესი
- მუხლი 24. საკრებულოს არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დადგენილების მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №30, 16.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016188 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2489260/muxli-21/