1.
ნომენკლატურაში დოკუმენტების დაჯგუფება ხდება საქმეთა სათაურების მიხედვით, რომლებიც ასახავს საკრებულოს მუშაობის ყველა დოკუმენტირებულ საქმიანობას.
2.
იმ საკითხთა საქმეების სათაურები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში არ გადაწყვეტილა, „გარდამავალია” და იმავე ინდექსით შეიტანება საკრებულოს მომდევნო წლის საქმეთა ნომენკლატურაში.
3.
საკრებულოს საქმეთა ნომენკლატურაში შეიტანება იმ ლიკვიდირებული დაწესებულებების საქმისწარმოებით დაუმთავრებელ საქმეთა სათაურები, რომელთა უფლებამოსილი მემკვიდრე არის თვითმმართველი ერთეული.
4.
საქმეთა ნომენკლატურაში არ შეიტანება ბეჭდურ გამოცემათა სათაურები.
5.
ნომენკლატურაში შეტანილი საქმის სათაური შედგება შემდეგი ელემენტებისგან:
ა)
საქმის სახეობის ან დოკუმენტების ნაირსახეობის სახელწოდება;
ბ)
დაწესებულების ან (დოკუმენტის ავტორის) დასახელება;
გ)
იმ დაწესებულების დასახელება, რომელსაც გაეგზავნება ან რომლისგანაც მიიღება დოკუმენტები (დოკუმენტის ადრესატი ან კორესპონდენტი);
დ)
საქმის დოკუმენტების მოკლე შინაარსი;
ე)
საქმის დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებული ადგილმდებარეობის (ტერიტორიის) სახელწოდება;
ვ)
თარიღები (პერიოდი), რომლებსაც განეკუთვნება საქმის დოკუმენტები;
ზ)
საქმის დოკუმენტების ასლებზე მითითება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 16.09.2014
მუხლი 16. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
თავი II — დოკუმენტების შედგენა და გაფორმება
თავი VIსაქმეთა ფორმირებ
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი წლის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 16. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 19. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 17. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 16. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 17. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 17. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 11. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 12. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
- მუხლი 13. დოკუმენტის შესრულების ვადები
- მუხლი 14. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია
- მუხლი 15. საქმეთა ნომენკლატურა
- მუხლი 17. საკრებულოში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 18. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად
- მუხლი 19. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
- მუხლი 20. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
- მუხლი 21. საქმეთა გაფორმება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №30, 16.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016188 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2489260/muxli-16/