1.
აპარატის უფროსს ეკისრება პასუხისმგებლობა სამსახურებრივი დოკუმენტების მოვლასა და მათში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
2.
დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე მოხელემ უნდა განუცხადოს საკრებულოს აპარატის უფროსს. ასეთ შემთხვევაში ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა.
3.
დოკუმენტის ან მისი ასლის გადაცემა სხვა ორგანიზაციისათვის შეიძლება მხოლოდ აპარატის უფროსის ნებართვით.
4.
შემოსული დოკუმენტების გაცნობა და მათზე მუშაობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.
5.
შვებულებაში, მივლინებაში წასვლის ან ავადმყოფობის შემთხვევაში მოხელე მასზე რიცხულ დოკუმენტებს აპარატის უფროსის მითითებით გადასცემს სხვა მოხელეს. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი ყველა დოკუმენტს აბარებს აპარატის უფროსს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 16.09.2014
მუხლი 10. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
თავი II — დოკუმენტების შედგენა და გაფორმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. დოკუმენტის პროექტის მომზადება და გაფორმება
- მუხლი 5. შემოსული კორესპონდენციის მიღება
- მუხლი 6. შემოსული კორესპონდენციის წინასწარი გარჩევა
- მუხლი 7. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი
- მუხლი 9. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 11. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 12. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
- მუხლი 13. დოკუმენტის შესრულების ვადები
- მუხლი 14. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია
- მუხლი 15. საქმეთა ნომენკლატურა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №30, 16.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016188 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2489260/muxli-10/