1.
დოკუმენტი შესრულებულად ითვლება და კონტროლიდან იხსნება დავალებების შესრულების, დაინტერესებული დაწესებულებებისა და პირებისათვის შედეგების შეტყობინების ან სხვა სახის დოკუმენტურად დადასტურების შემდეგ. შესრულების შედეგების შესახებ მზადდება მოკლე ცნობა, რომელიც ერთვის დოკუმენტს.
2.
დოკუმენტების შესრულების კონტროლი ითვალისწინებს შემდეგ ოპერაციებს:
ა)
დაქვემდებარებული დოკუმენტების კარტოთეკის ფორმირებას;
ბ)
დოკუმენტის შესრულებაზე დავალების (რეზოლუციის) შედგენას;
გ)
დოკუმენტის შესრულებაზე დავალების (რეზოლუციის) რეგისტრაციას;
დ)
შემსრულებელი საჯარო მოხელისათვის შესრულების ვადის შეხსენებას;
ე)
შესრულების მიმდინარეობასა და შედეგებზე ინფორმაციის მიღებას;
ვ)
შესრულების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარისათვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას;
ზ)
თათბირებსა და სხდომებზე დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მოხსენებას;
თ)
კონტროლიდან დოკუმენტების მოხსნას;
ი)
შესრულებული დოკუმენტების საინფორმაციო ბაზის ფორმირებას.
3.
დოკუმენტების საინფორმაციო ბაზის სისტემატიზაცია ხორციელდება დოკუმენტების შესრულების ვადების, შემსრულებლების, დოკუმენტების სახეთა ჯგუფების მიხედვით.
4.
შესრულების მიმდინარეობის შემოწმება ხორციელდება ყველა ეტაპზე შემდეგი წესით:
5.
საკრებულოს აპარატის უფროსი ახორციელებს დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების მონაცემების აღრიცხვასა და განზოგადებას თვეში ერთხელ მაინც.თავი V
საქმეთა ნომენკლატურის შედგენ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 16.09.2014
მუხლი 14. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია
თავი II — დოკუმენტების შედგენა და გაფორმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი
- მუხლი 9. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 10. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 11. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 12. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
- მუხლი 13. დოკუმენტის შესრულების ვადები
- მუხლი 15. საქმეთა ნომენკლატურა
- მუხლი 16. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 17. საკრებულოში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 18. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად
- მუხლი 19. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №30, 16.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016188 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2489260/muxli-14/