1.
საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად გადაეცემა დოკუმენტები, რომლებიც მიღებულია საკანონმდებლო, სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, შეიცავს ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობაზე და რომელთა შესრულება მოითხოვს ხელმძღვანელის  პრინციპული ხასიათის გადაწყვეტილებას. დანარჩენ დოკუმენტებს წინასწარი განხილვის შემდეგ საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება გადასცემს შემსრულებლებს.
2.
საორგანიზაციო განყოფილებაში  დოკუმენტების დამუშავება და შემსრულებლისათვის გადაცემა უნდა ხორციელდებოდეს მათი შემოსვლის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოვიდა არასამუშაო დროს.
3.
დოკუმენტები, რომლებიც სრულდება რამდენიმე პირის  მიერ, გადაეცემა მათ რიგრიგობით ან ერთდროულად ასლების მეშვეობით. დოკუმენტების გამრავლების აუცილებლობასა და ასლების რაოდენობას განსაზღვრავს დოკუმენტის შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი.
4.
კორესპონდენციები გადაეცემა საკრებულოს ფრაქციათა და კომისიათა თავმჯდომარეებს, რომლებიც კორესპონდენციის გადაცემიდან ერთი დღის ვადაში საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილებას აცნობებს კორესპონდენციაზე გაცემული დავალებების შესახებ.
5.
დოკუმენტების გადაცემა ხორციელდება მხოლოდ საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების მეშვეობით