1.
საკრებულოს დოკუმენტები დგება მოხელის მიერ, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებით.
2.
დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა)
იმ პირის მიერ, რომელმაც მოამზადა დოკუმენტის პროექტი;
ბ)
საკრებულოს ფრაქციათა და კომისიების თავმჯდომარეების და აპარატის უფროსის მიერ;
გ)
საჭიროების შემთხვევაში იურისტის მიერ;
დ)
საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ, რომელთა უფლებამოსილების სფეროს შეეხება პროექტით დადგენილი საკითხი.
3.
ვიზების შეგროვებისათვის პასუხისმგებელია (განყოფილება), სადაც მზადდება დოკუმენტი.
4.
ვიზირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტის სწორად გაფორმებაზე და უზრუნველყოფს დოკუმენტის პროექტის ხელმოსაწერად გადაცემას დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილი პირისათვის.თავი III
შემოსული კორესპონდენციის მიღება,აღრიცხვა (რეგისტრაცია) და განაწილებ