1.
საკრებულოში შემოსული დოკუმენტები გადის პირველად დამუშავებას, წინასწარ გარჩევას, რეგისტრაციას, ინდექსაციას, ხელმძღვანელობის მიერ განხილვას, შემსრულებლებისათვის კონკრეტული დავალების მიცემას, შესრულების ვადის განსაზღვრასა და შემსრულებელთათვის გადაცემას.
2.
საკრებულოს (თანამდებობის პირების) სახელზე შემოსული კორესპონდენციის მიღება ხდება მისამართზე: მ. კოსტავას ქ. №1.
3.
საკრებულოს (თანამდებობის პირების) სახელზე შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებს და მოქალაქეთა წერილებს იღებს საკრებულოს აპარატი.
4.
კონვერტები დოკუმენტებითურთ, მათ შორის შეკვეთილი, იხსნება. ამასთანავე, მოწმდება ადრესატის სისწორე, პაკეტის სიმრთელე, კონვერტსა და დოკუმენტებზე მითითებული ნომრების შესაბამისობა.
5.
პაკეტის შემოწმებისას შენიშნული დარღვევების შემთხვევაში დგება აქტი სამ ცალად. ერთი აქტი დაერთვის დოკუმენტს, მეორე ეგზავნება დოკუმენტის ავტორს, მესამე რჩება საკრებულოს აპარატში.
6.
შემოსული დოკუმენტების (მათ შორის, მოქალაქეთა წერილების) კონვერტები არ ნადგურდება იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ კონვერტით შეიძლება გამომგზავნის მისამართის, დოკუმენტების გამოგზავნისა და მიღების დროის დადგენა, აგრეთვე პირადი დოკუმენტების შემოსვლისას.
7.
შემოსულ დოკუმენტს პირველ გვერდზე, მარჯვენა ქვედა კუთხეში დაესმება შტამპი სარეგისტრაციო ნომრითა და შემოსვლის თარიღით, ფურცლების რაოდენობის მითითებით.
8.
არ რეგისტრირდება: სტატისტიკური კრებულები, წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და სხვა პერიოდული გამოცემები, სარეკლამო ცნობები, მისალოცი და მოსაწვევი ბარათები.
9.
არასწორი მისამართით გამოგზავნილი პაკეტი გადაიგზავნება კუთვნილებისამებრ ან დაუბრუნდება ავტორს.
10.
პაკეტები წარწერით „პირადად” აღირიცხება კონვერტზე აღნიშნული მონაცემებით და ადრესატს გადაეცემა გაუხსნელა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 16.09.2014
მუხლი 5. შემოსული კორესპონდენციის მიღება
თავი II — დოკუმენტების შედგენა და გაფორმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ინსტრუქციის მოქმედება ქაღალდზე შესრულებულ და ელექტრონულ დოკუმენტებზე
- მუხლი 2. კონტროლი ინსტრუქციით დადგენილი წესების შესრულებაზე
- მუხლი 3. მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირების საერთო წესი
- მუხლი 4. დოკუმენტის პროექტის მომზადება და გაფორმება
- მუხლი 6. შემოსული კორესპონდენციის წინასწარი გარჩევა
- მუხლი 7. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი
- მუხლი 9. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 10. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 11. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 12. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №30, 16.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016188 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2489260/muxli-5/