აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.102.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”  მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის,  და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად აჟარის (ზემო აფხაზეთის)მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი



                                                                                                                                                                         დანართი  
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე  პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2
პრემია გაიცემა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურსათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3
პრემიის გაცემაზე ინიციირების უფლება აქვს აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის გამგებელს აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის, აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის და გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ პირებზე.
მუხლი 4
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიცირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
მუხლი 5
პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის გამგებელი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის და აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, ბრძანების ფორმით.
მუხლი 6
აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტში ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
მუხლი 7
აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტში პრემია  გაიცემა კვარტალში ერთხელ.
მუხლი 8
აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტში პრემია ასევე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა გადაწყვეტილების შესაბამისად ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.