აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2012 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები:
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გერბი, რომელიც წარმოადგენს: გერბის ფარი გაყოფილია სამ ნაწილად – ტეხილად არის გადაკვეთილი, ზედა ნაწილი კი გაკვეთილი. I ნაწილი – ვერცხლის ველზე სევადი დათვი; II ნაწილი – მეწამულ ველზე ვერცხლის ფარი – რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია მოთავსებული; III ნაწილი – ლაჟვარდოვან ველზე დიოსკურების ორი ოქროს პილოსი, რომელთა თავზეც ორი ოქროს რვაქიმიანი ვარსკვლავია მოთავსებული. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კატარკტიანი კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი ,,აჟარა“. (დანართი თან ერთვის).
2. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის დროშა, რომელიც წარმოადგენს: დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად – მეწამულ და ლაჟვარდოვან ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფარი, რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია მოთავსებული. დროშის პროპორციაა 2:3. (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ს . გურჩიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.05.2012. მიმღები ორგანო — აჟარის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.102.016050.
- სად არის „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“, №6, 04.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.102.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1648465/