„საქართველოსა და შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით,მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1512
2014 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი