1. მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ წინამდებარე თავის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.
2. თანამშრომლობის სფერო მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება, შემდეგ ქმედებებს:
(a) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე მათი დაცვისა და აღსრულების შესაბამისი წესების შესახებ ინფორმაციის გაცვლა; ამ სფეროებში საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება;
(b) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება;
(c) გამოცდილების გაზიარება საბაჟოს, პოლიციის, ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების მიერ ცენტრალური და ადგილობრივი აღსრულების შესახებ; კოორდინაცია კონტრაფაქციული საქონლის ექსპორტის აღკვეთის მიზნით, სხვა ქვეყნებთან კოორდინაციის ჩათვლით;
(d) ადამიანური რესურსების განვითარება,(e) კადრების გაცვლა და გადამზადება;
(f) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე ინფორმაციის გავრცელება და მასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, მათ შორის, ბიზნეს წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში; მომხმარებლებისა და უფლებების მფლობელთა ცნობიერების გაზრდა;
(g) ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაძლიერება, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის;
(h) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებსა და პოლიტიკაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და განათლების აქტიური ხელშეწყობა; ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავება ძირითადი სამიზნე აუდიტორიის გამოსავლენად და საკომუნიკაციო პროგრამების შესამუშავებლად, რათა გაიზარდოს მომხმარებელთა და მედიის ცნობიერება ინტელექტუაულური საკუთრების სამართლის დარღვევებზე, მათ შორის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების რისკებზე, და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირზე.
კონკურენც