მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის განსახორციებელ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 10.09.2014
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016125
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის
განსახორციებელ ღონისძიებათა გეგმის
დამტკიცების თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2014 წლის 10 სექტემბერი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის
განსახორციებელ ღონისძიებათა გეგმის
დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის განსახორციებელი ღონისძიებათა გეგმა დანართი №1 შესაბამისად:
მუხლი 2🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის
განსახორციებელ ღონისძიებათა გეგმის
დამტკიცების თაობაზე
ორგანული კანონმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მნიშვნელოვნად შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი ნორმატიული სისტემა და მისი ლეგიტიმური საფუძვლები. საკანონმდებლო რეფორმამ ამომრჩევლებს მიანდო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის-გამგებლის პირდაპირი წესით არჩევა, რამაც გაზარდა ამ ინსტიტუციის ლეგიტიმურობის ხარისხი და ხელშეუვალი გახადა ამომრჩევლის ნდობის კვორუმი. ასეთმა დიამეტრალურმა ცვლილებამ გამოიწვია გამგებლის უფლებამოსილებების გაზრდა და მნიშვნელოვნად ამაღლდა მისი პასუხისმგებლობის ხარისხიც. საკანონმდებლო რეფორმამ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი შესძინა, თუმცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო კვლავ რჩება აღმასრულებელ ორგანოთა კონტროლის ფუნქციაში, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის საკრებულოსა და გამგეობის მჭიდრო თანამშრომლობას. ახალმა კანონმა მოითხოვა გამგეობის მოქმედი სტრუქტურული ერთეულების მოდერნიზაცია, ხოლო ნაწილი კი ლიკვიდირებულ იქნა. აქამდე მოქმედი რწმუნებულთა ინსტიტუტი და ტერიტორიული ორგანოები გაუქმებულ იქნა და მის ნაცვლად შემოღებულია გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა, რომელიც აღარ მიეკუთვნება გამგეობის თანამდებობის პირების ნომეკლატურულ კატეგორიას. სერიოზული ცვლილებები განიცადა გამგეობის სტრუქტურულმა ერთეულებმა, რომელთა ნაწილი შეერწყა სხვა სანსახურს, ნაწილი ცალკე გამოეყო დამოუკიდებელ ერთეულად, ხოლო ნაწილი კი შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულის სახით. ჩამოყალიბდა სრულიად ახალი სამსახური შიდა აუდიტის სახით, ასევე შესყიდვებისა და შეიქმნა ტურიზმის, რომლებიც სრულიად ახალ ფუნქციონალურ და სისტემურ დატვირთვას აძლევს გამგეობის საქმიანობის განახლებულ მენეჯმენტს. ამგვარად, თვითმმართველობის ორგანოთა ახალმა ორგანულმა კანონმა მოითხოვა შესაბამისი რეფორმების განხორციელება, რომელიც მოიცავს არამარტო გამგეობის მართვისა და აგებულების რეორგანიზაციას, არამედ ითვალისწინებს ნაწილობრივ ლიკვიდაციასაც, რაც ცხადია დაკავშირებულია საშტატო ერთეულების შემცირებასთან და მართვის ახალ სისტემაზე გადასვლასთან. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ამგვარი გარდაქმნა მოითხოვს სარეორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც საბოლოოდ უნდა დასრულდეს არანაკლებ სამი თვის და არაუმეტეს ექვსი თვის განმავლობაში. ამ პერიოდში გამგეობის საქმიანობა გადადის რეორგანიზაციის რეჟიმში, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების მკაცრად დაცვას მოითხოვს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და ორგანული კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ასევე, მართვის ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის ამაღლების, პროფესიული კადრების მოზიდვისა და საკადრო პოლიტიკის სტაბილიზაციის მიზნით, განხორციელდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის ( ლიკვიდაციის) და შესაბამისად, თანამდებობის საშტატო ერთეულების შემცირების კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი ღონისძიებები:
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურა რეორგანიზებული იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების მიხედვით და საშტატო ნუსხა განისაზღვროს საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №18 დადგენილებით დამტკიცებული საშტატო განრიგის საფუძველზე.
ლიკვიდირებულ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები და შესაბამისად გაუქმდეს რწმუნებულის თანამდებობები. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს დაევალოს სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.
გამგებლის თანამდებობის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამდებობა გამოცხადდეს ვაკანტურ თანამდებობად, ხოლო გამგეობის ახალი სტრუქტურით განსაზღვრულ თანამდებობებზე მოხელეები დანიშნულ იქნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის ვადისა.
საკონკურსო-საატესტაციო მოთხოვნა არ ვრცელდება გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილის, გამგებლის მოადგილეების და სამსახურების უფროსების თანამდებობებზე.
რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ გაფრთხილებულ იქნეს მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა საჯარო მოხელე კანონით გათვალისწინებული წესის მიხედვით.
შეიქმნას მესტიის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს არანაკლებ ხუთი წევრით, ხოლო მომსახურე აპარატი 5 სპეციალისტის რაოდენობით.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალოს 10 დღის ვადაში წარმოადგინოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინოს კომისიის მუშაობის გრაფიკი და განსახორციელებელ ღონისძიებათა ვადები.
დაევალოს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს გამგეობას დასამტკიცებლად წარმოუდგინოს იმ აუცილებელი ხარჯების ნუსხა, რომელიც დაკავშირებულია გამგეობის სარეორგანიაზიაციო ( ლიკვიდაცია) და საკონკურსო საატესტაციო ღონისძიებების განსახორციელებლად.
წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს მისი დამტკიცებისა და ოფიციალური გამოქვეყნების მომენტიდან.
წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ( მის: ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. №12).