„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2014 წლის 17 სექტემბერი ქ. ახალციხე |
|
|
განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 4472.2 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 245,0 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3868.2 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 319,0 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 2 800,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2387,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 427,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 40,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 31,3 ათასი ლარი;
გ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა, იძლებით გადააადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება 7,0 ათასი ლარი
ა) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 31,3 ათასი ლარი;
ბ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა, იძლებით გადააადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება 7,0 ათასი ლარი.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 31,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 03)
შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.
(პროგრამული კოდი 03 00)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 2 334,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ქუჩებისა და შიდა გზების რეაბილიტაცია, კერძოდ: ს.ღრელისა და პამაჯი-წყალთბილის გზის რეაბილიტაცია, ასევე რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება, საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების, გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა, ზამთრის პერიოდში შიდა გზების ჭარბი თოვლისაგან გათავისუფლება.
ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 391,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ასევე მოხდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის დასუფთავება.
ბ.ა) დასუფთავება - 70.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ ვალეს ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების გარე ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება.
ბ.ბ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 142,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გარე განათება განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და ახალი სანათი წერტილების მოწყობა.
ბ.გ) წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია - 137,0 ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტში დაზიანებული სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია. მათ შორის: ს.წყორძაში სარწყავი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ბ.დ) ახალციხის მელიორაცია - 42,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05)
პროგრამის ფარგლებში მოხდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სარწყავი სისტემების აღგენა რეაბილიტაცია, ასევე ნათესების მოსარწყავად მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა.
გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები - 81.3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03)
გ.ა) საკადასტრო აზომვითი ნახაზები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის ხარჯები - 81,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03 03)
ახალციხის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები - 739,6 ლარი (პროგრამული კოდი 03 05).
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების ფარგლებში პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დაფინანსება.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა.
ა) სკოლამდელი აღზრდის ხარჯები – 437,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01 01)
ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 8 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს დაახლოებით 400 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია და მათი ინვენტარით უზრუნველყოფა.
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
ა) კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 98,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02)
კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
ა.ა) კულტურის დაწესებულებების გაერთიანება - 38,5 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01)
პროგრამის ფარგლებში ხდება გაერთიანების აპარატის, ხუთი ბიბლიოთეკის, ოთხი კულტურის სახლის ფინანსური მხარდაჭერა.
ა.ბ) კულტურული ღონისძიებები - 18 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ,,არტ–გენის“ ფესტივალის მხარდაჭერა და სადღესასწაულო (დედის დღე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, შობა და ახალი წელი და სხვა) ღონისძიებების მოწყობა.
ა.გ) ა.ი.პ. ვალის მუსიკალური სკოლა - 20.0 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 05)
სუბსიდირების წესით ფინანსირდება ვალის სამუსიკო სკოლა სადაც ირიცხება და სწავლობს 92მოსწავლე.
ბ.დ) ა.ი.პ. აწყურის სამუსიკო სკოლა - 22.0 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 06)
სუბსიდირების წესით ფინანსირდება აწყურის სამუსიკო სკოლა სადაც ირიცხება და სწავლობს 71 მოსწავლე.
ბ.ე) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა.ი.პ. სტატუსის მქონე სამუსიკო სკოლებში დაწესებული გადასახადის 100% -იანი შეღავათი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ომში მონაწილეთა ოჯახების, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, იძულებით გადადგილებული პირების, პირველი ჯგუფის ინვალიდთა ოჯახების შვილების, მარჩენალდაკარგული და ობოლი ბავშვებისათვის - 20,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებულ კატეგორიების სწავლის გადასახადიდან მოსწავლეთა გათავისუფლება. ასევე მუსიკალური სკოლების მე-4, მე-5, მე-6 კლასების მოსწავლეთა გადასახადის 40%-იანი შეღავათი.
ბ.თ) ა.ი.პ. კულტურის დარგის გაერთიანების საწვავი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა - 9,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 04).
გ) საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა - 22,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 05)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ახალციხის მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას.
ა) ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები - 10.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამბულატორიების მშენებლობას.
ბ) სოციალური პროგრამები - 221,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბ.ა) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება - 7,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა და იძულებით გადააადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით.
ბ.ბ) მხედველობით ინვალიდთა სოციალური დახმარება - 10,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უსინათლოთა ერთჯერადი სოციალური დახმარება ფულადი სახით.
ბ.დ) ხანძრით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება - 25,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ხანძრით დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება.
ბ.ე) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალური დახმარება - 24,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06)
პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ასევე, უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალურ დახმარებას.
ბ.ვ) 100 წელს გადაცილებულ უხუცესთა და დედ-მამით ობოლ ბავშვთა ერთჯერადი დახმარება - 1,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07).
ქვეპროგრამის ფაგლებში ერთჯერადი დახმარება გაეწევათ 100 წელს გადაცილებულ უხუცესებსა და დედმამით-ობოლს ბავშვებს.
ბ.ზ) ერთჯერადი დახმარება ყოველ ახალშობილზე - 22,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 09)
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები პირველ, მეორე და მესამე შვილზე მიღებენ 100 ლარიან ფულად დახმარებას, ხოლო მეოთხე და მეტ შვილზე მიიღებენ 200 ლარს.
ბ.თ) აწყურში განვითარებული მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - 12,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 11)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება აწყურში განვითარებულის მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება ფულადი ფორმით.
ბ.ი) მოსახლეობის საოპერაციო და სოციალურად დაუცველთა სამედიცინო გამოკვლევების დახმარება - 119,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 13)
პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაეწევა გეგმიური ოპრაციისათვის ფინანსური დახმარება ოპერაციის ღირებულების 50%-ით არაუმეტეს 1500 ლარისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტი არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით. ასევე დახმრება გაეწევათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო 0-100000 ქულის ჩათვლით და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|