ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.09.2014
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016127
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 306 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თიღვის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 01.12.2014 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 01.04.2019 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 04.09.2020 ქურთის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 22.12.2014 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ 1 89% 15.07.2015

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №28 2014 წლის 24 სექტემბერი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების  მე-4 მუხლის შესაბამისად,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესი თანდართული ფორმით (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი დანართი №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოხელეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. პრემიის გაცემის საფუძველი  1. პრემია გაიცემა მუნიციპალიტეტის მოხელის მიერ დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.  2. პრემია გაიცემა  მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის  წარდგენისა და დასაბუთების საფუძველზე. 3. დასაბუთება უნდა შეიცავდეს პრემიის ოდენობას, მის პროცენტულ მიმართებას პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაციას შესრულებული სამუშაოსა და მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. მუხლი 3🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება  1. გამგეობის მოხელეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი, ხოლო საკრებულოს  მოხელეებზე – საკრებულოს თავმჯდომარე. 2. გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის ოდენობა და პერიოდულობა 1. მუნიციპალიტეტის მოხელეზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2. მოხელეზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ზემდგომი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით.