საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2661-Iს
სარეგისტრაციო კოდი
080000000.05.001.017506
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2891 მუხლი:

 

„მუხლი 2891. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის წესების დარღვევა

1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე.

2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ქონების ჩამორთმევით.

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 სექტემბერი 2014 წ.

N2661-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 18.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2661-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 080000000.05.001.017506.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2661-Iს, 18.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017506 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2515342/