„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№774
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016370
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №774

2014 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტისა და   ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ა ,,ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და  ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი:140130000.22.034.016241) დამტკიცებული №7 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
📎 დანართები (1)
774. danarti.docx

დანართი №7

სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

ემბლემა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ემბლემა _ მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, ლაჟვარდოვან ველზე, რვაქიმიან ვერცხლის ვარსკვლავზე გამოსახულია შსს სტილიზებული სიმბოლო – მეწამულ ველზე ოქროსფერი ლომი.

მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ვერცხლისკანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – ,,სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

1-b

სამკლაური ემბლემა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამკლაური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით; ფარის შავ ველზე გამოსახულია სპეციალური და საგანგებო ღონისძიების ცენტრის სტილიზებული ემბლემა გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით, შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლისფერი (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით ,,სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი“, ხოლო ქვედა ნაწილში სადევიზე ბაფთაზე წარწერა – ,,შსს “.

C:\Users\Gongadze Mamuka\Desktop\3 badge-a.jpg სამკერდე ემბლემა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამკერდე ემბლემა – ცენტრში გამოსახულია სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ემბლემა, ოქროსფერი არშიითა და წარწერით – ,,სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი“. დიამეტრი – 20 მმ.

flag-777.jpg დროშა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის დროშა – დროშის ველი ვერტიკალურად სამ თანაბარ ნაწილად არის გაკვეთილი; პირველი და მესამე ნაწილი ლურჯი (ლაჟვარდის) ფერისაა. დროშის ველის შუა ნაწილი თეთრი (ვერცხლის) ფერია, რომლის ცენტრში გამოსახულია სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტილიზებული ემბლემა. დროშის პროპორციაა 2/3.

gerbus.jpgსამკერდე ემბლემა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს სამკერდე ემბლემა – მრგვალ ღია ნაცრისფერ ველზე საქართველოს შსს გერბი, გარშემო ლურჯ (ლაჟვარდისფერ) არშიაზე ოქროსფერი წარწერა – ,,პირადი დაცვის სპეციალური სამმართველო“. დიამეტრი – 20 მმ.

სამკერდე ნიშანი

ემბლემა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე – 1-4 ნაწილი მეწამულ (წითელი), ხოლო 2-3 ნაწილი ზურმუხტისფერ (მწვანე) ველზე, შსს სტილიზებული სიმბოლო – ოქროსფერ ლომი და ოქროსფერი გადაჯვარედინებული ხმალი და შურდული; მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ვერცხლისკანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – ,,განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამკერდე ნიშანი – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე – 1-4 ნაწილი მეწამულ (წითელი), ხოლო 2-3 ნაწილი ზურმუხტისფერ (მწვანე) ველზე, შსს სტილიზებული სიმბოლო – ოქროსფერი ლომი და ოქროსფერი გადაჯვარედინებული ხმალი და შურდული; მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ოქროს ფერკანტებიანი არშია ოქროსფერი წარწერებით – ,,განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით. სამკერდე ნიშნის დიამეტრი – 20 მმ.

შენიშვნა: სამკერდე ნიშანს მოსამსახურე ატარებს საჭიროების შემთხვევაში, საზეიმო-სააღლუმო და სხვა ვითარებაში.

2-b

სამკლაური ემბლემა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამკლაური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით; ფარის შავ ველზე გამოსახულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით, შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლისფერი (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით – ,,განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში სადევიზე ბაფთაზე წარწერა – ,,შსს “.

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დროშა

წარმოადგენს მართკუთხა ორფერიან ქსოვილს, სიმეტრიული სიგანის წითელი, თეთრი და წითელი ვერტიკალური სამი ზოლით, შესაბამისი თანამიმდევრობით, რომლის ცენტრალურ ნაწილში, თეთრ ველზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

ემბლემა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, შავ ველზე გამოსახულია სამი მარჯვნიდან მარცხნივ დაშვებული ირიბი ოქროსფერი ლენტი და შსს სტილიზებული სიმბოლო – მეწამულ ველზე ოქროსფერი ლომი. შავი ვერცხლისფერ კანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – ,,სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

სამკერდე ნიშანი

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკერდე ნიშანი – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, შავ ველზე გამოსახულია სამი მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ირიბი ოქროსფერი ლენტი და სამინისტროს სტილიზებული სიმბოლო – მეწამულ ველზე ოქროსფერი ლომი. შავი ოქროსკანტებიანი არშია ოქროსფერი წარწერით – „სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“ და „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

6-b

სამკლაური ემბლემა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლაური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით; სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა. გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით, შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლის (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით – ,,სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში სადევიზე ბაფთაზე წარწერა – ,,შსს“.

D:\system\Desktop\Flag-SPPD.jpg დროშა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ლაჟვარდოვან (ლურჯი) ქსოვილს, პროპორციით – 2/3, შუა ნაწილში დაშვებული თეთრი ფონით. დროშის ცენტრში (თეთრ ფონზე) გამოსახულია სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა.

1.jpgემბლემა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული, ზევიდან ქვევით მიმართული ოქროსფერი ხმალი და შსს სტილიზებული სიმბოლო – მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ვერცხლისკანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – ,,სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

2.jpg სამკლაური ემბლემა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამკლაური ემბლემა (შევრონი) – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით. ფარის შავ ველზე გამოსახულია სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა. გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით. შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლისფერ (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით – ,,სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში სადევიზე ბაფთაზე წარწერა - ,,შსს“.

3.jpg დროშა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დროშა – დროშის ველი ვერტიკალურად, სამ თანაბარ ნაწილად არის გაკვეთილი; პირველი და მესამე ნაწილი ლურჯი (ლაჟვარდის) ფერისაა. დროშის ველის შუა ნაწილი თეთრი (ვერცხლის) ფერია, რომლის ცენტრში გამოსახულია სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა. დროშის პროპორცია არის 2/3.

ემბლემა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ზევით აღმართული ოქროსფერი ხმალი, რომელიც დაბოლოებულია ელვის ფორმის ხმლისპირით. მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ვერცხლისკანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – „სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი“ და „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

5-b

სამკლაური ემბლემა

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სამკლაური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით. ფარის შავ ველზე გამოსახულია სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა. შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლისფერი (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით – ,,სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი“.

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის, სამობილიზაციო სამმართველოსა და შეიარაღების სამმართველოს ყოველდღიური უნიფორმა მამაკაცისათვის:

პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (მარცხენა მკლავზე შესაბამისი დანაყოფის შევრონი);

შარვალი – მუქი ლურჯი ფერის, კლასიკური სტილის;

პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავით – თეთრი ან რუხი ფერის;

ჰალსტუხი – შავი ფერის;

მოკლე პალტო (მანტო) – ორბორტიანი, მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (შესაბამისი დანაყოფის შევრონი, მარცხენა მკლავზე) (სეზონის შესაბამისად).

unifroma-police woman-A.jpg unifroma-police woman-B.jpg

unifroma-police woman-c.jpg

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის, სამობილიზაციო სამმართველოსა და შეიარაღების სამმართველოს ყოველდღიური უნიფორმა ქალისათვის:

პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (მარცხენა მკლავზე შესაბამისი დანაყოფის შევრონი);

ქვედა კაბა – მუქი ლურჯი ფერის;

შარვალი – კლასიკური სტილის, მუქი ლურჯი ფერის;

პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავით – თეთრი ფერის;

ჰალსტუხი – შავი ფერის;

მოკლე პალტო (მანტო) – მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (მარცხენა მკლავზე შესაბამისი დანაყოფის შევრონი) (სეზონის შესაბამისად).

10

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის სარიტუალო ოცეულის უნიფორმა

  1. მუქი წითელი ფერის ერთბორტიანი ფრენჩი; შავი ფერის შარვალი მუქი წითელი ფერის ლამპასით; მუქი წითელი-შავი ფერის წინაფრიანი ქუდი: შავი (ლაკი) ფეხსაცმელი: ოქროსფერი აქსელბანდი; თეთრი ფერის ხელთათმანი; თეთრი ფერის ქამარი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

  2. რუხი ფერის ერთბორტიანი ფრენჩი; შავი ფერის შარვალი ყვითელი (ოქრო) ფერის ლამპასით; რუხი-შავი ფერის წინაფრიანი ქუდი; შავი (ლაკი) ფეხსაცმელი; თეთრი ფერის ხელთათმანი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

  3. რუხი ფერის ორბორტიანი მანტოს სტილის ნახევარპალტო; შავი ფერის შარვალი ყვითელი (ოქრო) ფერის ლამპასით; რუხი-შავი ფერის წინაფრიანი ქუდი; შავი (ლაკი) ფეხსაცმელი: თეთრი ფერის ხელთათმანი და კაშნე; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

1. 2. 3 .

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის (შემოდგომა-გაზაფხული-ზაფხული)

№1 – მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; ნაცრისფერი პერანგი გრძელი მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

№2, №3 – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; ნაცრისფერი პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

4. 5 .

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის (ზამთარი-შემოდგომა)

№4, №5 – მუქი ლურჯი ფერის მოკლე პალტო მანტო; მუქი ლურჯი ფერის მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; ნაცრისფერი პერანგი გრძელი მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

6. 7. 8 .

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის (შემოდგომა-გაზაფხული-ზაფხული)

№6, №7, №8 – მუქი ლურჯი ფერის მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; ნაცრისფერი პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავებით; მუქი ლურჯი ფერის ქვედა ბოლო; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის პილოტურა ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

9. 10. 11 .

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის (გაზაფხული-შემოდგომა-ზამთარი)

№9, №10, №11 – მუქი ლურჯი ფერის ქვედა ბოლო; მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი; მუქი ლურჯი ფერის მოკლე პალტო (მანტო); ნაცრისფერი პერანგი გრძელი მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის პილოტურა ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

12 . 13 .

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბის (მთავარი სამმართველო), განსაკუთრებულ დავალებათა I, II და III სამმართველოების, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოების, ქ.თბილისისა და აჭარის ა.რ. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოების, სამედიცინო სამსახურის და საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის საველე ფორმა (ზამთარი-ზაფხული).

№12 – საველე ფორმა (ზაფხული) – დამცავი (კომუფლირებული-მულტიკამი) ფერის ხალათი, შარვალი და კეპი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი შავი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

№13 – საველე ფორმა (ზამთარი) – დამცავი (კომუფლირებული-მულტიკამი) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი კოიოტი; ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი შავი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

7

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ყოველდღიური და საველე-ოპერატიული ფორმა

მუქი ლურჯი პიჯაკი; მუქი ლურჯი შარვალი; რუხი ფერის პერანგი; შავი ბერეტი; შავი ჰალსტუხი; შავი ფეხსაცმელი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – ხალათი, შარვალი და კეპი, ფერი: მუქი მწვანე; შავი ბერეტი; შავი ფერის მაისური; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი: წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით), ფერი: მუქი მწვანე; ნაქსოვი ქუდი, ფერი: შავი ან მუქი მწვანე; შავი ფერის პულოვერი; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

C:\Users\Gongadze Mamuka\Desktop\forma qali.jpg

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის – მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი; მუქი ლურჯი ფერის მოკლე ქვედა ბოლო; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; თეთრი ფერის პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ყოველდღიური ფორმა

პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის; შარვალი – მუქი ლურჯი ფერის; პერანგი გრძელი/მოკლე მკლავით – რუხი ფერის; ბერეტი – შავი ფერის; ჰალსტუხი – შავი ფერის; ფეხსაცმელი – შავი ფერის; მოკლე პალტო (მანტო) ორბორტიანი – მუქი ლურჯი ფერის; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

8-a

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხული-ზამთარი)

საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – დამცავი

(კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის საველე ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა); მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი – კოიოტი; ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი – კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

8-b

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხული-ზამთარი) საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთარი - ზაფხული)

საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხულის) – დამცავი (კომუფლირებული/ვუდლანდი) ფერის ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა); მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – დამცავი (კომუფლირებული/ ვუდლანდი) ფერის საველე ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი და ხელთათმანი – ფერი: შავი ან ხაკისფერი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

G:\forma suratebi gdd\gdd savele forma\12345.jpg

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთარი-ზაფხული)

საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხულის) – დამცავი (კომუფლირებული/ ციფრული ოთხ ფერში) ფერის ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა); მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – დამცავი (კომუფლირებული/ციფრული ოთხ ფერში) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი და ხელთათმანი, შავი ან ხაკისფერი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

D:\system\desktop\Picture2 - Copy.jpg

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის სააღლუმო ფორმა

პიჯაკი

მამაკაცის პიჯაკი სწორი სილუეტის, წელში ნახევრად გამოყვანილი, პიჯაკი იკვრება 4 ღილით 4 ღილკილოზე, საყელო გადაფენილი, ლაცკანი წაწვეტებული. ზურგი შედგება 2 ნაწილისაგან, რომელიც მთავრდება შეხსნილით, სახელო ჩაკერებული ბოლოში დახურული შეხსნილით, ეკერება 4 ღილი.

წინა კალთის ქვედა ნაწილზე მუშავდება ჯიბე ზედნადები ნაკეცით და ფიგურული სარქველით, რომელიც იკვრება 1 ღილზე. კალთის ზედა ნაწილშიც მუშავდება ზედნადები ჯიბე ნაკეცით და ფიგურული სარქველით, რომელიც იკვრება 1 ღილზე. მხრის ნაკერში ჩაყოლებულია სამხრე, რომელიც მაგრდება ღილით.

შარვალი

მამაკაცის შარვალი კლასიკური, სწორი სილუეტის, შარვლის წინა კალთებზე მუშავდება გვერდის დახრილი ჯიბეები, შარვალი იკვრება ელვა შესაკრავით, შარვლის უკანა მარჯვენა კალთაზე მუშავდება ერთკანტიანი ჯიბე ღილით. ქამარზე დაკერებულია 6 საქამრე, ქამარი იკვრება ღილით ღილკილოზე.

მატერია: ფერი – მუქი მწვანე.

კალთის ზედა ნაწილში მუშავდება ზედნადები ჯიბე ნაკეცით და ფიგურული სარქველით, რომელიც იკვრება 1 ღილზე. მხრის ნაკერში ჩაყოლებულია სამხრე, რომელიც მაგრდება ღილით, იკვრება 8 ღილით 8 ღილკილოზე.

ბერეტი – მუქი მწვანე ფერის.

ჰალსტუხი – მუქი მწვანე ფერის.

11-a

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის)

რუხი ფერის მაისური მოკლე სახელოთი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

რუხი ფერის მაისური გრძელი სახელოთი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

რუხი ფერის მაისური მოკლე სახელოთი; რუხი ფერის ჟილეტი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

11-b

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს ყოველდღიური ფორმა (ზამთრის)

მუქი რუხი ფერის თბილი პულოვერი (ყელიანი) გრძელი სახელოთი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

მუქი რუხი ფერის დათბუნული მოკლე ქურთუკი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.