„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №584 |
|
2014 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი:140130000.22.034.016241) დამტკიცებულ დანართებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. №7 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. №11 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. ბრძანებას დაემატოს 71 დანართი თანდართული რედაქციით. 4. ბრძანების №13 დანართს დაემატოს პლანშეტი 51 თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
📎 დანართები (1)
584.danarti.doc DOC ⬇
დანართი №7
სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა
ემბლემა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ემბლემა _ მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, ლაჟვარდოვან ველზე, რვაქიმიან ვერცხლის ვარსკვლავზე გამოსახულია შსს სტილიზებული სიმბოლო – მეწამულ ველზე ოქროსფერი ლომი.
მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ვერცხლისკანტებიანი არშია ვერცლისფერი წარწერებით – ,,სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.
სამკლაური ემბლემა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამკლაური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით; ფარის შავ ველზე გამოსახულია სპეციალური და საგანგებო ღონისძიების ცენტრის სტილიზებული ემბლემა გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით, შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლისფერი (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით ,,სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი“, ხოლო ქვედა ნაწილში სადევიზე ბაფთაზე წარწერა – ,,შსს “.
[pic] სამკერდე ემბლემა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამკერდე ემბლემა – ცენტრში გამოსახულია სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ემბლემა, ოქროსფერი არშიითა და წარწერით – ,,სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი“. დიამეტრი – 20 მმ.
[pic] დროშა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის დროშა – დროშის ველი ვერტიკალურად სამ თანაბარ ნაწილად არის გაკვეთილი; პირველი და მესამე ნაწილი ლურჯი (ლაჟვარდის) ფერისაა. დროშის ველის შუა ნაწილი თეთრი (ვერცხლის) ფერია, რომლის ცენტრში გამოსახულია სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტილიზებული ემბლემა. დროშის პროპორციაა 2/3.
[pic]სამკერდე ემბლემა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს სამკერდე ემბლემა – მრგვალ ღია ნაცრისფერ ველზე საქართველოს შსს გერბი, გარშემო ლურჯ (ლაჟვარდისფერ) არშიაზე ოქროსფერი წარწერა – ,,პირადი დაცვის სპეციალური სამმართველო“. დიამეტრი – 20 მმ.
[pic][pic]სამკერდე ნიშანი
ემბლემა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე – 1-4 ნაწილი მეწამულ (წითელი), ხოლო 2-3 ნაწილი ზურმუხტისფერ (მწვანე) ველზე, შსს სტილიზებული სიმბოლო – ოქროსფერ ლომი და ოქროსფერი გადაჯვარედინებული ხმალი და შურდული; მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ვერცხლისკანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – ,,განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამკერდე ნიშანი – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე – 1-4 ნაწილი მეწამულ (წითელი), ხოლო 2-3 ნაწილი ზურმუხტისფერ (მწვანე) ველზე, შსს სტილიზებული სიმბოლო – ოქროსფერი ლომი და ოქროსფერი გადაჯვარედინებული ხმალი და შურდული; მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ოქროს ფერკანტებიანი არშია ოქროსფერი წარწერებით – ,,განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით. სამკერდე ნიშნის დიამეტრი – 20 მმ.
შენიშვნა: სამკერდე ნიშანს მოსამსახურე ატარებს საჭიროების შემთხვევაში, საზეიმო-სააღლუმო და სხვა ვითარებაში.
სამკლაური ემბლემა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამკლაური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით; ფარის შავ ველზე გამოსახულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით, შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლისფერი (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით – ,,განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში სადევიზე ბაფთაზე წარწერა – ,,შსს “.
[pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დროშა
წარმოადგენს მართკუთხა ორფერიან ქსოვილს, სიმეტრიული სიგანის წითელი, თეთრი და წითელი ვერტიკალური სამი ზოლით, შესაბამისი თანამიმდევრობით, რომლის ცენტრალურ ნაწილში, თეთრ ველზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.
[pic]
ემბლემა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, შავ ველზე გამოსახულია სამი მარჯვნიდან მარცხნივ დაშვებული ირიბი ოქროსფერი ლენტი და შსს სტილიზებული სიმბოლო – მეწამულ ველზე ოქროსფერი ლომი. შავი ვერცხლისფერ კანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – ,,სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.
[pic]სამკერდე ნიშანი
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკერდე ნიშანი – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, შავ ველზე გამოსახულია სამი მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ირიბი ოქროსფერი ლენტი და სამინისტროს სტილიზებული სიმბოლო – მეწამულ ველზე ოქროსფერი ლომი. შავი ოქროსკანტებიანი არშია ოქროსფერი წარწერით – „სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“ და „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.
სამკლაური ემბლემა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლაური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით; სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა. გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით, შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლის (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით – ,,სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში სადევიზე ბაფთაზე წარწერა – ,,შსს“.
[pic] დროშა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ლაჟვარდოვან (ლურჯი) ქსოვილს, პროპორციით – 2/3, შუა ნაწილში დაშვებული თეთრი ფონით. დროშის ცენტრში (თეთრ ფონზე) გამოსახულია სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა.
[pic]ემბლემა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული, ზევიდან ქვევით მიმართული ოქროსფერი ხმალი და შსს სტილიზებული სიმბოლო – მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ვერცხლისკანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – ,,სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.
[pic] სამკლაური ემბლემა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამკლაური ემბლემა (შევრონი) – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით. ფარის შავ ველზე გამოსახულია სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა. გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით. შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლისფერ (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით – ,,სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში სადევიზე ბაფთაზე წარწერა - ,,შსს“.
[pic] დროშა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დროშა – დროშის ველი ვერტიკალურად, სამ თანაბარ ნაწილად არის გაკვეთილი; პირველი და მესამე ნაწილი ლურჯი (ლაჟვარდის) ფერისაა. დროშის ველის შუა ნაწილი თეთრი (ვერცხლის) ფერია, რომლის ცენტრში გამოსახულია სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა. დროშის პროპორცია არის 2/3.
[pic]
ემბლემა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ზევით აღმართული ოქროსფერი ხმალი, რომელიც დაბოლოებულია ელვის ფორმის ხმლისპირით. მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ვერცხლისკანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – „სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი“ და „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.
სამკლაური ემბლემა
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სამკლაური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით. ფარის შავ ველზე გამოსახულია სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა. შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლისფერი (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით – ,,სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი“.
[pic][pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის, სამობილიზაციო სამმართველოსა და შეიარაღების სამმართველოს ყოველდღიური უნიფორმა მამაკაცისათვის:
პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (მარცხენა მკლავზე შესაბამისი დანაყოფის შევრონი);
შარვალი – მუქი ლურჯი ფერის, კლასიკური სტილის;
პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავით – თეთრი ან რუხი ფერის;
ჰალსტუხი – შავი ფერის;
მოკლე პალტო (მანტო) – ორბორტიანი, მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (შესაბამისი დანაყოფის შევრონი, მარცხენა მკლავზე) (სეზონის შესაბამისად).
[pic] [pic]
[pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის, სამობილიზაციო სამმართველოსა და შეიარაღების სამმართველოს ყოველდღიური უნიფორმა ქალისათვის:
პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (მარცხენა მკლავზე შესაბამისი დანაყოფის შევრონი);
ქვედა კაბა – მუქი ლურჯი ფერის;
შარვალი – კლასიკური სტილის, მუქი ლურჯი ფერის;
პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავით – თეთრი ფერის;
ჰალსტუხი – შავი ფერის;
მოკლე პალტო (მანტო) – მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (მარცხენა მკლავზე შესაბამისი დანაყოფის შევრონი) (სეზონის შესაბამისად).
[pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის სარიტუალო ოცეულის უნიფორმა
1. მუქი წითელი ფერის ერთბორტიანი ფრენჩი; შავი ფერის შარვალი მუქი წითელი ფერის ლამპასით; მუქი წითელი-შავი ფერის წინაფრიანი ქუდი: შავი (ლაკი) ფეხსაცმელი: ოქროსფერი აქსელბანდი; თეთრი ფერის ხელთათმანი; თეთრი ფერის ქამარი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. რუხი ფერის ერთბორტიანი ფრენჩი; შავი ფერის შარვალი ყვითელი (ოქრო) ფერის ლამპასით; რუხი-შავი ფერის წინაფრიანი ქუდი; შავი (ლაკი) ფეხსაცმელი; თეთრი ფერის ხელთათმანი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. რუხი ფერის ორბორტიანი მანტოს სტილის ნახევარპალტო; შავი ფერის შარვალი ყვითელი (ოქრო) ფერის ლამპასით; რუხი-შავი ფერის წინაფრიანი ქუდი; შავი (ლაკი) ფეხსაცმელი: თეთრი ფერის ხელთათმანი და კაშნე; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
1. 2. 3 .
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის (შემოდგომა-გაზაფხული-ზაფხული)
№1 – მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; ნაცრისფერი პერანგი გრძელი მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
№2, №3 – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; ნაცრისფერი პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
4. 5 .
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის (ზამთარი-შემოდგომა)
№4, №5 – მუქი ლურჯი ფერის მოკლე პალტო მანტო; მუქი ლურჯი ფერის მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; ნაცრისფერი პერანგი გრძელი მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
6. 7. 8 .
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის (შემოდგომა-გაზაფხული-ზაფხული)
№6, №7, №8 – მუქი ლურჯი ფერის მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; ნაცრისფერი პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავებით; მუქი ლურჯი ფერის ქვედა ბოლო; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის პილოტურა ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
9. 10. 11 .
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის (გაზაფხული-შემოდგომა-ზამთარი)
№9, №10, №11 – მუქი ლურჯი ფერის ქვედა ბოლო; მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი; მუქი ლურჯი ფერის მოკლე პალტო (მანტო); ნაცრისფერი პერანგი გრძელი მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის პილოტურა ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
12. 13 .
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის: განსაკუთრებულ დავალებათა I, II და III სამმართველოების, შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოსა და საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის საველე ფორმა (ზაფხული-ზამთარი)
№12 – საველე ფორმა (ზაფხული) – დამცავი (ციფრული) ფერის ხალათი, შარვალი და კეპი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
№13 – საველე ფორმა (ზამთარი) – დამცავი (ციფრული) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი და ხელთათმანი შავი ან ხაკისფერი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
14 . 15 .
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის: შტაბის (მთავარი სამმართველო), ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოების, ქ. თბილისისა და აჭარის ა.რ. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოების, შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს XII განყოფილებისა და სამედიცინო სამსახურის საველე ფორმა (ზაფხული-ზამთარი)
№14 – საველე ფორმა (ზაფხული) – დამცავი (კომუფლირებული-მულტიკამი) ფერის ხალათი, შარვალი და კეპი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი: შავი ან კოიოტი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
№15 – საველე ფორმა (ზამთარი) – დამცავი (კომუფლირებული-მულტიკამი) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი კოიოტი; ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ყოველდღიური და საველე-ოპერატიული ფორმა
მუქი ლურჯი პიჯაკი; მუქი ლურჯი შარვალი; რუხი ფერის პერანგი; შავი ბერეტი; შავი ჰალსტუხი; შავი ფეხსაცმელი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – ხალათი, შარვალი და კეპი, ფერი: მუქი მწვანე; შავი ბერეტი; შავი ფერის მაისური; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი: წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით), ფერი: მუქი მწვანე; ნაქსოვი ქუდი, ფერი: შავი ან მუქი მწვანე; შავი ფერის პულოვერი; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის – მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი; მუქი ლურჯი ფერის მოკლე ქვედა ბოლო; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; თეთრი ფერის პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic][pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ყოველდღიური ფორმა
პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის; შარვალი – მუქი ლურჯი ფერის; პერანგი გრძელი/მოკლე მკლავით – რუხი ფერის; ბერეტი – შავი ფერის; ჰალსტუხი – შავი ფერის; ფეხსაცმელი – შავი ფერის; მოკლე პალტო (მანტო) ორბორტიანი – მუქი ლურჯი ფერის; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხული-ზამთარი)
საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – დამცავი
(კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის საველე ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა); მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი – კოიოტი; ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი – კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხული-ზამთარი) საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთარი - ზაფხული)
საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხულის) – დამცავი (კომუფლირებული/ვუდლანდი) ფერის ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა); მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – დამცავი (კომუფლირებული/ ვუდლანდი) ფერის საველე ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი და ხელთათმანი – ფერი: შავი ან ხაკისფერი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთარი-ზაფხული)
საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხულის) – დამცავი (კომუფლირებული/ ციფრული ოთხ ფერში) ფერის ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა); მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – დამცავი (კომუფლირებული/ციფრული ოთხ ფერში) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი და ხელთათმანი, შავი ან ხაკისფერი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის სააღლუმო ფორმა
პიჯაკი
მამაკაცის პიჯაკი სწორი სილუეტის, წელში ნახევრად გამოყვანილი, პიჯაკი იკვრება 4 ღილით 4 ღილკილოზე, საყელო გადაფენილი, ლაცკანი წაწვეტებული. ზურგი შედგება 2 ნაწილისაგან, რომელიც მთავრდება შეხსნილით, სახელო ჩაკერებული ბოლოში დახურული შეხსნილით, ეკერება 4 ღილი.
წინა კალთის ქვედა ნაწილზე მუშავდება ჯიბე ზედნადები ნაკეცით და ფიგურული სარქველით, რომელიც იკვრება 1 ღილზე. კალთის ზედა ნაწილშიც მუშავდება ზედნადები ჯიბე ნაკეცით და ფიგურული სარქველით, რომელიც იკვრება 1 ღილზე. მხრის ნაკერში ჩაყოლებულია სამხრე, რომელიც მაგრდება ღილით.
შარვალი
მამაკაცის შარვალი კლასიკური, სწორი სილუეტის, შარვლის წინა კალთებზე მუშავდება გვერდის დახრილი ჯიბეები, შარვალი იკვრება ელვა შესაკრავით, შარვლის უკანა მარჯვენა კალთაზე მუშავდება ერთკანტიანი ჯიბე ღილით. ქამარზე დაკერებულია 6 საქამრე, ქამარი იკვრება ღილით ღილკილოზე.
მატერია: ფერი – მუქი მწვანე.
კალთის ზედა ნაწილში მუშავდება ზედნადები ჯიბე ნაკეცით და ფიგურული სარქველით, რომელიც იკვრება 1 ღილზე. მხრის ნაკერში ჩაყოლებულია სამხრე, რომელიც მაგრდება ღილით, იკვრება 8 ღილით 8 ღილკილოზე.
ბერეტი – მუქი მწვანე ფერის.
ჰალსტუხი – მუქი მწვანე ფერის.
[pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის)
რუხი ფერის მაისური მოკლე სახელოთი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
რუხი ფერის მაისური გრძელი სახელოთი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
რუხი ფერის მაისური მოკლე სახელოთი; რუხი ფერის ჟილეტი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს ყოველდღიური ფორმა (ზამთრის)
მუქი რუხი ფერის თბილი პულოვერი (ყელიანი) გრძელი სახელოთი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
მუქი რუხი ფერის დათბუნული მოკლე ქურთუკი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
დანართი N71.
სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა
პლანშეტი 1
ზაფხულის სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი; შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; მოკლესახელოებიანი პირისფერი პერანგი გახსნილი საყელოთი; თეთრი მაისური;წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 2
საგაზაფხულო-საშემოდგომო სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი); მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; თეთრი პერანგი: შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი); მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; პირისფერი პერანგი; შავი ჰალსტუხი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 3
ზაფხულის სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შავი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი კეპი: მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი; შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი კეპი: მოკლესახელოებიანი პირისფერი პერანგი გახსნილი საყელოთი; თეთრი მაისური; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 4
საგაზაფხულო-საშემოდგომო სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი); მუქი ლურჯი კეპი; თეთრი პერანგი: შავი ჰალსტუხი; აქსელბანდი.
წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ქვედა კაბა; მუქი ლურჯი კეპი: პირისფერი პერანგი: შავი ჰალსტუხი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
სამკლაური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემოკრული ოქროსფერი (ყვითელი) კანტოთ; ფარის შავ ველზე გამოსახულია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა. შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ ენაზე – „საქართველო“.
1. ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე – მაშველთა საერთაშორისო სიმბოლოზე, ორანჟზე ლურჯი სამკუთხედი; გამოსახულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. ფარს გარს აკრავს ლურჯი ოქროს კანტებიანი არშია ოქროსფერი წარწერები – „საგანგებო სიტუაციათა მმართვის დეპარტამენტი“; „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფიან ორი ოქროსფერი ჰერალდიკური ჯვრით.
2. დროშა – წარმოადგენს ოთხკუთხა ლაჟვარდისფერ (ლურჯ) მატერიას პროპორციით 2/3. დროშის კანტონში ზედა მარჯვენა კუთხეში თეთრ კვადრატზე გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი – წმ. გიორგის სიმბოლო, მარცხენა ნაწილში – დეპარტამენტის ემბლემა.
დანართი №11
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა
[pic]
პლანშეტი №1
საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა
რუხი ფერის კეპი, რუხი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ შავი ფერის წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“, შავი ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი რუხი ფერის შარვალი ლამპასის გარეშე, ზედნადები ჯიბით, ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №2
საზაფხულო ყოველდღიური ფორმა
რუხი ფერის კეპი, რუხი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ შავი ფერის წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური ან მაისურის გარეშე, რუხი ფერის შარვალი ლამპასის გარეშე, ზედნადები ჯიბით, ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №3
საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა
რუხი ფერის კეპი ან წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“, რუხი ან შავი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი, რუხი ფერის შარვალი ლამპასით, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №4
საზაფხულო ყოველდღიური ფორმა
რუხი ფერის კეპი ან წინაფრიანი ქუდი, თეთრი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური ან მაისურის გარეშე, რუხი ფერის შარვალი ლამპასით, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №5
საზაფხულო ყოველდღიური ფორმა
რუხი ფერის კეპი, ე.წ. პოლოს თეთრი ან რუხი ფერის მაისური, რუხი ფერის შარვალი, მაისურზე მარჯვენა მხარეს წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“, ზურგზე – ,,SECURITY POLICE“, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №6
საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა მოსამსახურე ქალისათვის
რუხი ან შავი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი (ვერცხლისფერი დამცავი ზოლით), თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზევით წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“, რუხი ქვედაბოლო, შავი ან რუხი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
რუხი ან შავი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი (ვერცხლისფერი დამცავი ზოლით), რუხი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზევით წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“, რუხი ფერის ქვედაბოლო, შავი ან რუხი ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №7
საზაფხულო ყოველდღიური ფორმა მოსამსახურე ქალისათვის
რუხი ან შავი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი (ვერცხლისფერი დამცავი ზოლით), თეთრი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზევით წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“, რუხი ქვედაბოლო, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
რუხი ან შავი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი (ვერცხლისფერი დამცავი ზოლით), რუხი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზევით წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“, რუხი ფერის ქვედაბოლო, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №8
შემოდგომა-ზამთრის ყოველდღიური ფორმა
რუხი ან შავი ფერის დათბუნებული ქუდი ან კეპი, რუხი ან შავი ფერის პულოვერი სახელოთი ან სახელოს გარეშე (მარჯვენა მხარეს წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“), შავი ფერის ქურთუკი (მარჯვენა მხარეს წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“), რუხი ფერის შარვალი ლამპასის გარეშე, ზედნადები ჯიბით, ქამარი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №9
შემოდგომა-ზამთრის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის
რუხი ან შავი ფერის პილოტური ქუდი ან კეპი, რუხი ან შავი ფერის პულოვერი (მარჯვენა მხარეს წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“), შავი ქურთუკი (მარჯვენა მხარეს წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“, რუხი ფერის შარვალი ან ქვედაბოლო, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №10
სამწყობრო-უნივერსალური ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის
რუხი ფერის წინაფრიანი ქუდი, რუხი ფერის პიჯაკი, რუხი ფერის ლამპასიანი შარვალი, რუხი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი, თეთრი პერანგი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №11
სამწყობრო-უნივერსალური ყოველდღიური ფორმა ქალისათვის
რუხი ფერის პილოტური ქუდი დამცავი ვერცხლისფერი ზოლით, რუხი ფერის პიჯაკი, რუხი ფერის ქვედაბოლო, რუხი ფერის ყელსახვევი ან ჰალსტუხი, თეთრი პერანგი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №12
ოპერატიული დანაყოფების ყოველდღიური ფორმა
შავი ბერეტი ან რუხი კეპი, რუხი ფერის ხალათი, რუხი შარვალი ლამპასის გარეშე, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (შავი ფერის ჯავშანჟილეტი).
[pic]
პლანშეტი №13
სპეციალური დანაყოფების ყოველდღიური ფორმა
კომუფლირებული, რუხი ან შავი ფერის ხალათი და შარვალი (ლამპასის გარეშე), უმკლავო კომუფლირებული ჟილეტი, კომუფლირებული, რუხი ან შავი ფერის კეპი, შავი ან რუხი ფერის ბერეტი, ქუდი პანამა, ხელთათმანი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic] [pic]
პლანშეტი №14
ტექნიკურ-საინჟინრო დანაყოფების ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო ფორმა
ღია რუხი ფერის პოლოს მაისური მოკლე სახელოთი, შესაკრავი სამ ღილზე, წინა მარცხენა მხარეს ვერცხლისფერი წარწერა ქართულ ენაზე: ,,დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – ,,დაცვის პოლიცია“ და ,,ტექნიკური სამსახური“, მუქი რუხი ფერის შარვალი, ჩაშვებული ნახევრად კლასიკური სტილის, ლამპასის გარეშე, ორი გვერდითი ჯიბით, რუხი ფერის კეპი, ჟილეტი კომბინირებული ლურჯი და რუხი (ნაცრისფერი) ფერებით, ზედა და ქვედა დანაკერი ჯიბეებით. წინა მარცხენა მხარეს ვერცხლისფერი წარწერა ქართულ ენაზე: ,,დაცვის პოლიცია“, ხოლო ჟილეტის უკანა მხარეს – ,,დაცვის პოლიცია“ და ,,ტექნიკური სამსახური“. ფეხსაცმელი დაბალყელიანი – ზაფხულის, შავი ფერის, ტყავის, ნახევრად სპორტული სტილის.
[pic] [pic] [pic]
პლანშეტი №15
ტექნიკურ-საინჟინრო დანაყოფების ყოველდღიური საშემოდგომო-ზამთრის ფორმა
ღია რუხი ფერის პოლოს მაისური გრძელი სახელოთი, შესაკრავი სამ ღილზე, წინა მარცხენა მხარეს ვერცხლისფერი წარწერა ქართულ ენაზე: ,,დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – ,,დაცვის პოლიცია“, ,,ტექნიკური სამსახური“. პულოვერი – რუხი ფერის, ელვა შესაკრავით. წინა მარჯვენა მხარეს თეთრი ფერის წარწერა ქართულ ენაზე: ,,დაცვის პოლიცია“. მუქი რუხი ფერის შარვალი, ჩაშვებული ნახევრად კლასიკური სტილის, ლამპასის გარეშე, ორი გვერდითი ჯიბით, რუხი ფერის კეპი.
შემოდგომა-ზამთრის ქურთუკი დათბილული – კომბინირებული ლურჯი და რუხი (ნაცრისფერი) ფერით, ზედა და ქვედა დანაკერი ჯიბეებით. ქურთუკის წინა მარჯვენა მხარეს ვერცხლისფერი წარწერა ქართულ ენაზე: ,,დაცვის პოლიცია“, ხოლო ქურთუკის უკანა მხარეს – ,,დაცვის პოლიცია“, ,,ტექნიკური სამსახური“.
[pic]
პლანშეტი №16
სააღლუმე-სარიტუალო ფორმა
მამაკაცი – თეთრი ფერის პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანტით, რუხი ფერის ლამპასიანი შარვალი, წინაფრიანი რუხი ფერის ქუდი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
ქალი – თეთრი ფერის პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანტით, რუხი ფერის ქვედაბოლო, პილოტური ქუდი დამცავი რუხი ტონალობის ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
[pic]
პლანშეტი №17
წოდების განმასხვავებელი ნიშნები (წოდების აღმნიშვნელი სამხრეები და შევრონები)
[pic] [pic] [pic]
ჟეტონი სამკლაური (შევრონი) საავიაციო უშიშროება (შევრონი)
[pic] [pic]
სამკერდე
ჰალსტუხის დამჭერი
[pic][pic][pic] [pic]
ქუდის ემბლემა (კოკარდა)
პლანშეტი №18
დაცვის პოლიციის ატრიბუტიკა
[pic]
პლანშეტი №19
დაცვის პოლიციის სიმბოლიკა: დროშა, სტილიზებული ემბლემა, ლოგო, ემბლემა.
[pic][pic] [pic]
პლანშეტი №20
დაცვის პოლიციის მანქანა
ერთი ლურჯი მსხვილი და ორი წვრილი წითელი ფერის ჰორიზონტალური ზოლებით, სტილიზებული გერბი სამ მხარეს (მარჯვენა და მარცხენა გვერდებზე, წინა მხარეს), ორმხრივი წარწერა: ,,დაცვის პოლიცია“, უკან საბარგულზე წარწერა: ,,Security Police“.
[pic]
პლანშეტი 51 (ევაკუატორის მძღოლებისათვის)
ყოველდღიური ფორმა – ლურჯი ფერის შარვალი; რუხი ფერის პოლო მაისური; ლურჯი ფერის ჟილეტი; ლურჯი ფერის ქუდი (კეპი).
საჭიროებისამებრ – ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა; ლურჯი ფერის ქურთუკი.
-----------------------
stilizebuli emblema