ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.09.2014
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/10/2014
matsne.gov.ge 471 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარი ყურაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 28.11.2016 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.01.2015 მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 21.11.2014 ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 31.12.2025 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 12.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 2014 წლის 26 სექტემბერი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის  მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი დანართი №1 ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და  სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის  თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეებზე, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესს და პირობებს. მუხლი 2🔗. პრემიის გაცემის საფუძველი და  მიზნები 1. პრემიის გაცემა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების  ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის და/ან ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, და/ან განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, შესრულებული სამუშაოს ან/და დასაბუთების საფუძველზე. 2. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. 3. პრემიის  მიზნებია, გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 3🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/სამსახურის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პირებისათვის ან/და გამგებლის ან/და გამგებლის მოადგილეს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის/სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს გამგებელს ან/და გამგებლის მოადგილეს. 3. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის ან/და საკრებულოს თავმჯდომარეს. 4. საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. 5. გამგებლის მოადგილეზე (მოადგილეებზე) პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების ფორმით. 6. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე და სხვა მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების ფორმით. 7. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთათვის პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდიალურ–სამართლებრივი აქტის – ბრძანების ფორმით. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის უფროსსა და აპარატის მოსამსახურეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული  პირის თანამდებობრივ სარგოს. 2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ  უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და  პრინციპების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული  შუამდგომლობის საფუძველზე.