ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.09.2014
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2014
matsne.gov.ge 1,747 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 07.11.2018 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 12.02.2018 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.12.2014 წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 05.10.2015 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 17.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №40 2014 წლის 24 სექტემბერი დ. ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ” ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 26​1 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 2🔗 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი” (დანართი 1) და ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის ფორმა (დანართი 2) მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი №1 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „რეკლამის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს. 2. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ წესით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას და გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – ნებართვის გამცემი) მიერ აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონზე ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. ამ წესის შესაბამისად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები. 6. ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას. 7. აუქციონზე გასატანი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შეიძლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით სააუქციონო კომისიის წინადადებების საფუძველზე დაიყოს ლოტებად. 8. აუქციონის წლიური საწყისი ფასი გარე რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსებისათვის განისაზღვრება: ა) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის დადგენილებით №407  „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) 60 ლარი; ბ) დ. ჩოხატაურის ტერიტორიაზე  (გარდა შიდასახელმწიფოებრივი   მნიშვნელობის საავტომობილო  გზის 50 მეტრის არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს)  - 36  ლარი; გ)   ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე - 25 ლარი. დ)   „საქართველოს კურორტების,   საკურორტო   ადგილების,   სამთო–სათხილამურო   ცენტრებისა   და   შავი   ზღვის   სანაპიროს ტერიტორიებისათვის   სარეკრეაციო   ტერიტორიის   სტატუსის   მინიჭებისა   და   საზღვრების   დამტკიცების შესახებ“   საქართველოს   პრეზიდენტის   2005   წლის   29  ნოემბრის  №968  ბრძანებულებით  განსაზღვრული სარეკრეაციო  ტერიტორიებისათვის, (კურორტი ბახმარო) – 60 ლარი. მუხლი 2🔗. გარე რეკლამის განთავსების პირობები 1. სარეკლამო საშუალების განთავსება შეიძლება განხორციელდეს პლაკატების, სტენდების,    შუქფირნიშების, ბილბორდებისა და სტაბილური განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და     მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. 3. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ  იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. 4. სარეკლამო საშუალებაზე ქვედა მარჯვენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს რეკლამის განთავსების შესახებ ნებართვის ნომერი. 5. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომელიც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 6. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) წარწერა უნდა იყოს ქართულ ენაზე. ამასთან ერთად წარწერა  შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებულ წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი. 7. სარეკლამო საშუალებაზე 1 წლის განმავლობაში 6 თვეზე მეტი პერიოდის მანძილზე რეკლამის განუთავსებლობის შემთხვევაში ნებართვა უქმდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ(გარდა კურორტ ბახმაროსა) 8. სარეკლამო საშუალების მოვლა-პატრონობაზე  და სათანადო იერსახით შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მფლობელს, მისი შეუსრულებლობა არის ნებართვის ვადამდე გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი. 9. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკლამო საშუალებების განსათავსებელი უძრავი ობიექტების და სარეკლამო საშუალებების ნუსხა განისაზღვრება გარე რეკლამის გავრცელების გეგმით, რომელიც მტკიცდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, გამგეობის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე. გარე რეკლამის გავრცელების გეგმით განისაზღვრება ნუსხაში შეტანილი შესაბამისი უძრავი ობიექტებისა და სარეკლამო საშუალებების ზომა და ფორმა, ასევე აუცილებელი სხვა საკითხები მათი მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. აღნიშნულ გეგმაში შესაძლებელია პერიოდულად განხორცილედეს ცვლილებები მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალისა და შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში. 10. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწიებულ ვადაში და დადგენილი წესით. 11. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადას განსაზღვრავს საკრებულო, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა. მუხლი 3🔗. აუქციონის გამართვის უფლებამოსილი ორგანო აუქციონის გამართვის უფლებამოსილის ორგანოა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მუხლი 4🔗. აუქციონის ორგანიზება 1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები გადაეცემა წარმომადგენელს ან შუამავალს, ნებართვის გამცემსა და წარმომადგენელს/შუამავალს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) ლოტის (ლოტების) საწყისი ფასი; ბ) აუქციონის ჩატარების ვადა; გ) წარმომადგენლის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი; დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში; ე) სხვა ინფორმაცია ნებართვის გამცემის შეხედულებისამებრ; 3. ინფორმაცია აუქციონის შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე; 4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; 5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ნებართვის გამცემის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის (ლოტების) აღწერას; დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას; ე) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს; ვ) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას სააუქციონო კომისიის წარდგინებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი; ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; თ) ყველა სხვა დამატებით ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად; 6. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია; 7. ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია ნებართვის გამცემის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს; მუხლი 5🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. 2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს (გარდა მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა). აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება პირველსავე სამუშაო დღეს იმავე საათზე. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – „მონაწილე“) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას, იმ ლოტის საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე; ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებზე მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე იღებს აუქციონში მონაწილის სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის 1-4 პუნქტების მოთხოვნები. მუხლი 6🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს. 5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გარე რეკლამის ნებართვა ითვლება გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს შემდგომში ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს. ოქმს ხელს აწერს მონაწილე და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. 8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. 9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ. 10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. 11. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია. მუხლი 7🔗. ოქმის გაფორმების წესი 1. ოქმი უნდა შეიცავდეს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს, საფასურის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 2. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ხელშეკრულები, ხელმოწერის მომენტიდან შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს. მუხლი 8🔗. ნებართვის სარგებლობისათვის საფასურის გადახდის პერიოდულობის დადგენა ნებართვის სარგებლობისათვის საფასურის გადახდის პერიოდულობას ადგენს ნებართვის გამცემი. მუხლი 9🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ან ნებართვის გაცემის გარეშე გარე რეკლამის განთავსებაზე ხორციელდება  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სათანადოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ. 2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის ფორმა საქართველო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნ ე ბ ა რ თ ვ ა  № ეძლევა  __________________________________________________________________________           (ნებართვის  მიმღები) და მისი მისამართი _______________________________________________________________ _________________________________________________________________________________   საფუძველი _____________________________________________________________________ ნებართვის მოქმედების ვადა  _____________________________________ დან                                                               _____________________________________ მდე                      ნებართვა  შედგენილია  ორ  ეგზემპლარად.  ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ____________________________________________________________________ სამსახურში  სანებართვო პირობები: ____________________________________________________________   _________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ ნებართვის მიმღები:                                                                    მუნიციპალიტეტის გამგებელი ბეჭდის ადგილი          ნებართვა გაცემულია -------------- წლის ------     ---------------------