1. სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამსახურებრივი დოკუმენტების მოვლასა და მათში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
2. დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე მოხელემ უნდა განუცხადოს სტრუქტურული ერთეულის უფროსს და მერიის ადმინისტრაციული სამსახურს. ასეთ შემთხვევაში ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა.
3. დოკუმენტის ან მისი ასლის გადაცემა სხვა ორგანიზაციისათვის შეიძლება მხოლოდ სტრუქტურული ერთეულის უფროსის ნებართვით.
4. შემოსული დოკუმენტების გაცნობა და მათზე მუშაობა ხორციელდება მერიის ადმინისტრაციულ შენობაში.
5. შვებულებაში, მივლინებაში წასვლის ან ავადმყოფობის შემთხვევაში მოხელე მასზე რიცხულ დოკუმენტებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მითითებით გადასცემს სხვა მოხელეს. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი ყველა დოკუმენტს აბარებს სტრუქტურული ერთეულის უფროს