1. მერიის დოკუმენტები დგება მოხელის მიერ, მერიისა და მერიის თანამდებობის პირების დავალებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) იმ პირის მიერ, რომელმაც მოამზადა დოკუმენტის პროექტი;
ბ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ;
გ) მერიის თანამდებობის პირთა მიერ, რომელთა უფლებამოსილების სფეროს შეეხება პროექტით დადგენილი საკითხი.
3. ვიზების შეგროვებისათვის პასუხისმგებელია ის სტრუქტურული ერთეული (განყოფილება), სადაც მზადდება დოკუმენტი.
4. ვიზირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებას, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტის სწორად გაფორმებაზე და უზრუნველყოფს დოკუმენტის პროექტის ხელმოსაწერად გადაცემას დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილი პირისათვის.
თავი III
შემოსული კორესპონდენციის მიღება,აღრიცხვა (რეგისტრაცია) და განაწილე