📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 26.09.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 782 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 18.08.2022 ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 04.09.2020 ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 29.05.2015 ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 31.10.2018 „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 21.02.2020

დოკუმენტის ტექსტი

„წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №64 2014 წლის 26 სექტემბერი ქ. წყალტუბო „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.დ“  ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი დანართი №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗  ამ დადგენილების  ამოქმედების  დღიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №76 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016038  17/11/2010). მუხლი 3🔗 დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1  „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს ასევე, საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ქალაქ წყალტუბოსადმი წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის. 3. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარებისა. 4. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის მინიჭება ხორციელდება მისივე თანხმობის შემთხვევაში. 5. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც წყვეტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა. მუხლი 2🔗. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის                   დაყენება 1. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს. ბ) სპორტულ კავშირებს, გაერთიანებებსა და ფედერაციებს. გ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს. 2. „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წერილობითი ფორმით წარუდგენენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთვოდეს: ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის დაყენების უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება. ბ)    ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები. გ) კანდიდატის ღირესების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები. დ) წარდგენილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი  ფოტოსურათი და წერილობითი თანხმობა, მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ქმნის მუნიციპალიტეტის გამგებელი.  2. კომისიაში მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ შეიძლება იქნან საზოგადოების, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წარმომდგენლები. მუხლი 4🔗. პატივგების  კომისიაში კანდიდატურების განხილვა პატივგების   კომისია: ა) შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთარსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს. ბ)გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზვრული წესის შესაბამისად. გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად. მუხლი 5🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია განიხილავს წამოყენებულ კანდიდატთა რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებებს წარმოდგენილ კანდიდატურებზე „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების თაობაზე. 2. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის მოწმობისა და მედლების გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. საზეიმო ცერემონიალს ესწრებიან: -  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები; -  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები; - საპატიო მოქალაქეები; - მასმედიის წარმომადგენლები; - გამოჩენილი ადამიანები; - პროფესიული კავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები; - მოწვეული სტუმრები; - საპატიო მოქალაქის ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები. 3. წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს, საპატიო წოდების დამადასტურებელ მოწმობასთან და მედალიონთან ერთად გადაეცემა სამახსოვრო ფასიანი საჩუქარი, ან ფულადი ჯილდო. 4. საპატიო მოქალაქის სახელი შეიტანება გამოჩენილ ადამიანთა პატივგების წიგნში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 6🔗. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის უფლებები 1. წყალტუბოს საპატიო მოქალაქე, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ წყალტუბოში მცხოვრები მოქალაქეები. 2. საპატიო მოქალაქეებს აქვთ სრული უფლებამოსილება: ა) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, დამოუკიდებლად შექმნან წყალტუბოს საპატიო მოქალაქეთა საზოგადოებრივი კოლეგიალური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წინადადებებსა და რეკომენდაციებს. ბ) მონაწილეობა მიიღონ ქალაქის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დიკუსიებში, ქალაქის საკეთილდღეო ღონისძიებების შემუშავებაში. გ) ჩაერთონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი წამომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში. დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვირეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, გასცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და გამგეობის წინაშე შუამდგომლობები და რეკომენდაციები. 3. ღირშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, აგრეთვე ქალაქის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შესაძლოა განხორციელდეს საპატიო მოქალაქეთა ერთდროული, ინდივიდუალური მატერიალური წახალისება. მუხლი 7🔗. წყალტუბოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ, დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისა და ჯილდოს შემოღების  წესში, ცვლილებიბისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი აქტის საფუძველზე.