წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.09.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/10/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2014 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების,შენობა- ნაგებობების და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №69
2014 წლის 26 სექტემბერი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №40 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016209 29/07/2014).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების,მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიან სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის პირობებსა და წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაცია – დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით.
2. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.
3. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
4. კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
5. შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
6. ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.
მუხლი 3🔗.
უფლებამოსილი ორგანოები
გადაწყვეტილებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 4🔗.
ნუმერაციის მოთხოვნა
1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებით წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ დასაბუთებას ნომრის მინიჭების ან შეცვლის თაობაზე. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
მუხლი 5🔗.
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების ნუმერაციის საფუძველი
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 6🔗.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი
1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის გაყოფა;
გ) ბინების შეერთება;
დ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
ე) სხვა შემთხვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
მუხლი 7🔗.
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიან სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაცია
1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობისა და მრავალბინიანი სახლების ბინათა ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით, გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაბულ ციფრზე ქართული ანბანის ასოს ან არაბული ციფრის ინდექსის დამატებით.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით.
მუხლი 8🔗.
გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საკითხს ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიან სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ განიხილავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური, რომელიც ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს ნუმერაციის თაობაზე, ყოველ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
2. გამგეობა ვალდებულია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამართლებრივი აქტი (ბრძანება) დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
მუხლი 9🔗
1. ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.