საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – 4 100 ლარი;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი – 3 300 ლარი;
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 3 000 ლარი.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 18).
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2485–რს

თბილისი,2005 წლის 23 დეკემბერი.
№2485–რს
№2485–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია- საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5207-სსმI,№28,18.07.2007წ.,მუხ.292