ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.10.2014
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/10/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე | ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის
განსახორციებელ ღონისძიებათა გეგმის
დამტკიცების თაობაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2014 წლის 2 ოქტომბერი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №19 დადგენილებით დამტკიცებული დანართის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე
დანართი
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში – გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2.
გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 2🔗.
სარეორგანიზაციო სტრუქტურები
რეორგანიზაცია შეეხება ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:
ა)
ადმინისტრაციული სამსახური;
ბ)
ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;
გ)
არქიტექტურის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
დ)
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
ე)
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ვ)
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ზ)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
თ)
შიდა აუდიტის სამსახური;
ი)
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური.
მუხლი 3🔗.
სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები
1.
გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2014 წლის 1 ნოემბრისა, გარდა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურისა.
2.
რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა)
სამსახურების დებულებებისა და გამგეობის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრამდე;
ბ)
გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრამდე.
გ)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნა არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრამდე;
დ)
ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
ე)
ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
ვ)
გამგეობის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე არაუგვიანეს 2014 წლის 2 ოქტომბრამდე;
ზ)
გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია არაუგვიანეს 2015 წლის 10 იანვრისა.
მუხლი 4🔗.
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის მუშაობის რეჟიმი
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობა მუშაობს გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
1.
გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ვადების დაცვით, საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
2.
გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება.
3.
გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ონის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საატესტაციო კომისია.