„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2014 წლის 10 ოქტომბერი ქ. გორი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ჰიდრომელიორაციისა და სასმელი წყლის სისტემების რეგულირების განყოფილება“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ.ზ“ ქვეპუნქტი:
,,ჰ.ზ) უფლებამოსილების ფარგლებში გამგებლის ბრძანების და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება და მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა“.
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ“ ქვეპუნქტი:
,,ჟ) უფლებამოსილების ფარგლებში გამგებლის ბრძანების და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება და მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა“.
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. სამსახურის ჰიდრომელიორაციისა და სასმელი წყლის სისტემების რეგულირების განყოფილება
ჰიდრომელიორაციისა და სასმელი წყლის სისტემების რეგულირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი მნიშვნელობის ჰიდროსამელიორაცის სისტემების სფეროში შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას, ამ დარგში ცალკეული ინფრასტრუქტურული ნაკლოვანებების იდენთიფიცირებას და ამ მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავებას და რეალიზაციის ხელშეწყობას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემების აღრიცხვა;
გ) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ბუნებრივი კატასტროფით დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემებზე აღდგენის სამუშაოებზე წინადადებების მომზადებას;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის მელიორაციის სფეროში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი მიმართულების განსაზღვრას, სარწყავი სისტემის, მისი ცალკეული კვანძების და მოწყობილობების დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისათვის, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ე) ჰიდრომელიორაციის მართვის სფეროში წინადადებების, დასკვნების, რეკომენდაციების მომზადებას და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) კოორდინაციას უწევს ჰიდროსამელიორაციო სისტემების სანიტარიულ დაცვას, ზედამხედველობას და კონტროლს.
ზ) ჰიდრომელიორაციის დარგში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
თ) სამსახურის უფროსისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ი) ადგილობრივი მნიშვნელობის სასმელი წყლის (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების და წყალარინების) სისტემების სფეროში შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას, ამ დარგში ცალკეული ინფრასტრუქტურული ნაკლოვანებების იდენთიფიცირებას და ამ მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავებას და რეალიზაციის ხელშეწყობას.
კ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების და წყალარინების) უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის წყლების აღრიცხვა, ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ფონდის განკარგვა და მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ მიწის მინაკუთვნის გამოყოფა წყლის გამოყენებისა და დაცვის დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში;
მ) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ბუნებრივი კატასტროფით დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტების აღდგენის სამუშაოებზე წინადადებების მომზადება;
ნ) სასმელი წყლის რესურსების მართვის სფეროში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი მიმართულების განსაზღვრას, მისი ცალკეული კვანძების და მოწყობილობების დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ო) წყლის რესურსების დაცვისა და მართვის სფეროში წინადადებების, დასკვნების, რეკომენდაციების მომზადებას და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
პ) კოორდინაციას უწევს წყლის რაციონალურად გამოყენებას და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის ღონისძიებების შემუშავებას და მართვას, მათ შორის სასმელი და ტექნიკური წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სანიტარიული დაცვისზედამხედველობას და კონტროლს.
ჟ) სასმელი წყლის სისტემების დარგში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მათ შორის ამ საკითხზე კორესპონდეციაზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
რ) სამსახურის უფროსისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ს) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას.“.
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ამოღებულ იქნას.
|