„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2021 წლის 26 მარტი ქ. სიღნაღი |
„1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური (შემდგომში ტექსტში – სამსახური) არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ მომსახურებას მიკუთვნებულ საკითხთა გადაწყვეტას, ბავშვის უფლებების დაცვის მხარდაჭერას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.“.
„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
„1. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროს განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება;
ბ) მუნიციპალიტეტის მერიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში პროგრამების შემუშავება; მათი განხორციელების პროცესების კოორდინაცია და მონიტორინგი;
გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება, მონაცემების მიღება-დამუშავება; მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა აღრიცხვა, ელექტრონული ბაზის შექმნა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ეტლებით უზრუნველყოფა შესაბამისი ორგანიზაციიდან;
ვ) ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ზ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
თ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით დევნილთა, ლტოლვილთა, სტიქიური მოვლენებით გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათი დროებითი განსახლების ორგანიზება;
ი) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
კ) უსახლკაროთა რეგისტრაცია;
ლ) ინფორმაციის მოპოვება ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ გაწეული მომსახურების შესახებ;
მ) ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი წესის შესაბამისად საბუთების მოწესრიგება, ვეტერანთა ბაზის უზრუნველყოფა, მონიტორინგი.
2. სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩაატაროს სოციალური მუშაობა, რაც გულისხმობს:
ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;
გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;
დ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;
ე) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;
ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;
ზ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;
თ) სოციალური მუშაკის ქსელში ჩართვას და სამოქმედო უბნების განსაზღვრას;
ი) კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
კ) სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოებას;
ლ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას, სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობის მიზნით მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულისათვის გადაგზავნას;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.03.2021.
- როდის იქნა მიღებული „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 26.03.2021. მიმღები ორგანო — სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.168.016325.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №4, 26.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.168.016325 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5134200/