„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2014 წლის 10 ოქტომბერი ქ. გორი |
,,მუხლი 16. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. განესაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;
ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად;
გ) ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ თითოეული სოფლის ამომჩევლებთან თვის განმავლობაში არანაკლებ სამი შეხვედრისათვის.
2. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან შეასრულებს მხოლოდ ორს, მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრული ოდენობა 20%-ის გამოკლებით, ხოლო თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ორს მაინც, არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა.
3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება:
ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) შეხვედრის თემატიკა.;
გ) ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).
|