კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.09.2015 ბოლო ცვლილება 13.02.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.149.016261
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №29

2015 წლის 18 სექტემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,  კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. განესაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 397,5 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;

ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად;

გ) კასპის ადმინისტრაციულ ერთეულში და კასპის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაში შემავალი თითოეული სოფლის ამომჩევლებთან თვის განმავლობაში არანაკლებ სამი შეხვედრისათვის.

2. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან შეასრულებს მხოლოდ ორს, მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრული ოდენობა 20%-ის გამოკლებით, ხოლო თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ორს მაინც, არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა.

3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება:

ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) შეხვედრის თემატიკა.;

გ) ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეილია ზაქარიაძე

მუხლი 1
1. განესაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 397,5 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის; ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად; გ) კასპის ადმინისტრაციულ ერთეულში და კასპის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაში შემავალი თითოეული სოფლის ამომჩევლებთან თვის განმავლობაში არანაკლებ სამი შეხვედრისათვის. 2. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან შეასრულებს მხოლოდ ორს, მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრული ოდენობა 20%-ის გამოკლებით, ხოლო თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ორს მაინც, არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა. 3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება: ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი; ბ) შეხვედრის თემატიკა.; გ) ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).
მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეილია ზაქარიაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.02.2026.
როდის იქნა მიღებული „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“?
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მიღებულია 18.09.2015. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.149.016261.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.02.2026-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, №29, 18.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016261 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2988136/